წყალბადი
ქიმიური ელემენტი ატომური რიცხვით 1 / From Wikipedia, the free encyclopedia
წყალბადი[4][5] (ლათ. Hydrogenium — „წყლის წარმომქმნელი“ < ძვ. ბერძნ. ὕδωρ [hudôr] — „წყალი“ და γεννᾰν [gennen] — „წარმოქმნა“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი/მეშვიდე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Iა/VIIა), პირველი პერიოდის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომრით 1.[⇨]
წყალბადის სტანდარტული ატომური წონაა, დიაპაზონი — [1.00784, 1.00811].[⇨] ბუნებრივი წყალბადი შედგება ორი სტაბილური იზოტოპისაგან (პროტიუმი[6]; ≈99.98 %[3]) და (დეიტერიუმი[7]; ≈0.02%[3]). ხელოვნურად მიღებულია რადიოაქტიული იზოტოპი (ტრიტიუმი[8]; T1/2=12.33 წ[3]) და არამდგრადი ნუკლიდები, რომელთა მასური რიცხვი 4-დან 7-მდე მერყეობს.[⇨]
წყალბადის tდნ — (−259.16) °C, tდუღ — (−252.879) °C, სიმკვრივე (ნსპ) — 0.08988 გ/ლ. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე წყალბადი უსუნო, უფერული აირია.[⇨]