ელექტრონული კონფიგურაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ელექტრონული კონფიგურაცია — არის ელექტრონების განაწილების ფორმულა ქიმიური ელემენტის ანმოლეკულის ატომის სხვადასხვა ელექტრონული გარსებზე.
კვანტური მექანიკის მიხედვით ელექტრონული კონფიგურაცია - ეს არის ერთელექტრონული ტალღური ფუნქციის სრული ჩამონათვალი, რომელთაგან საკმარისი სიზუსტით შეიძლება შედგეს ატომის სრული ტალღური ფუნქცია.
საერთოდ რომ ვთქვათ, ატომი, როგორც შემადგენელი სისტემა, შეიძლება სრულად აღიწეროს მხოლოდ სრული ტალღური ფუნქციით. მაგრამ ასეთი აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია წყალბადის (ყველაზე მარტივ ატომიანი ქიმიური ელემენტი) ატომზე რთული ატომისათვის. ხელსაყრელია მიახლოებითი აღწერა — თვითშეთანხმებული ველის თეორია. ამ მეთოდში შემოაქვთ გაგება - ყოველი ელექტრონის ტალღური ფუნქცია. მთლიანი სისტემის ტალღური ფუნქცია ჩაიწერება ერთ ელექტრონიანი ტალღური ფუნქციების სიმეტრიზირებული წარმოებულის ფორმით. ყოველი ელექტრონის ტალღური ფუნქციის გამოთვლისას ყველა სხვა ელექტრონების ველი ითვალისწინება როგორც გარე პოტენციალი, რომელიც დამოკიდებულია თავის მხრივ ამ დანარჩენი ელექტრონების ტალღური ფუნქციისაგან.
თვითშეთანხმებული ველის მეთოდის გამოყენების შედეგად მიიღება რთული ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებათა სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ რთულია ამოსახსნელად. მაგრამ თვითშეთანხმებული ველის განტოლებას აქვს საწყისი ამოცანის ბრუნვითი სიმეტრია (ანუ არიან სფერულად სიმეტრიულნი). ეს იძლევა საშუალებას მთლიანად გაუკეთოთ კლასიფიკაცია ერთ ელექტრონიან ტალღურ ფუნქციებს, რომელთაგან შედგება ატომის მთლიანი ტალღური ფუნქცია.
დაწყებისთვის როგორც ყველა ცენტრალურ სიმეტრიულ პოტენციალში, თვითშეთანხმებული ველის ტალღური ფუნქცია შეიძლება დავახასიათოდ მთლიანი კუთხური მომენტის კვანტური რიცხვით და კუთხური მომენტის რომელიმე ღერძზე პროექციის კვანტური რიცხვით . სხვადასხვა მნიშვნელობის ტალღური ფუნქციები შეესაბამება ერთი და იგივე ენერგიის დონეს. ასევე ენერგიის ერთ დონეს შეესაბამება ელექტრონის სპინის მდგომარეობის სხვადასხვა პროექცია რომელიმე ღერძზე. სულ მოცემული დონის ენერგიას შეესაბამება ტალღური ფუნქციები. შემდეგ, კუთხური მომენტის მოცემულ მნიშვნელობაზე შეიძლება ენერგიის დონეების დანომვრა. წყალბადის ატომის ანალოგიურად მიღებულია ენერგიის დონის დანომვრა დაწყებული მოცემული მნიშვნელობიდან . ერთ ელექტრონიანი ტალღური ფუნქციის კვანტური რიცხვების სრული ჩამონათვალი რომელთაგან შეიძლება ატომის ტალღური ფუნქციის შედგენა ეწოდება ელექტრონული კონფიგურაცია. რადგანაც ყველაფერი დეგენერირებს კვანტური რიცხვით და სპინით, საკმარისია მხოლოდ ელექტრონების სრული რაოდენობის მითითება, რომლებიც არიან , მდგომარეობის მონაცემებით.