რადიოაქტიური დაშლა
არასტაბილური ატომის ნუკლეოდიტების გამოსხივება / From Wikipedia, the free encyclopedia
რადიოაქტიური დაშლა, რადიოაქტიურობა (ფრანგ. radioactif < ლათ. radio — „გამოვასხივებ“ და ლათ. activus — „ქმედითი“, „მოქმედი“) — ქიმიური ელემენტის არამდგრადი იზოტოპის თავისთავადი (სპონტანური) გარდაქმნა სხვა იზოტოპად (ჩვეულებრივ სხვა ელემენტის იზოტოპად), რომლის მოვლენის არსი მდგომარეობს ძირითად ან დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობის აგზნებულ (მეტასტაბილურ) მდგომარეობაში მყოფი ატომური ბირთვის შედგენილობის თავისთავად ცვლილებაში. ბირთვების ასეთ გარდაქმნებს თან სდევნ ელემენტარული ნაწალაკების ან სხვა ბირთვების. მაგალითად, ბირთვების (α-ნაწილაკების) გამოსხივება, ყველა ცნობილი რადიოაქტიური, გარდაქმნა მიკროსამყაროსათვის დამაბასიათებელი ფუნდამენტური ურთიერთქმედების შედეგია. ძლიერი ურთიერთქმედებები (ბირთვული ძალები) იწვევენ გარდაქმნებს, რომლებსაც თან სდევს ბირთვული ნაწილაკების, მაგალითად, α-ნაწილაკების, პროტონების ან ბირთვის გახლეჩის პროდუქტების გამოსხივება. სუსტი ურთიერთქმედება ვლინდება ბირთვების β-დაშლისას. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება იწვევს კვანტურ გადასვლებს ერთი და იმავე ბირთვის სხვადასხვა მდგომარეობას შორის და განაპირობებს γ-გამოსხივებას. ეს გადასვლები არ იწვევს ბირთვების შედგენილობის ცვლილებას და ამიტომ, თანამედროვე კლასიფიკაციით, რადიაქტიურ გარდაქმნებს არ მიეკუთვნებიან. რადიოაქტიურისაგან უნდა განვასხვავოთ გარდაქმნები შედგენილი ბირთვებისა, რომლებიც მიიღება ბირთვული რეაქციების დროს ბირთვსამიზნეების მიერ მათზე დაცემული ბირთვული ნაწილაკის შთანთქმის შედეგად.