გამა-გამოსხივება
From Wikipedia, the free encyclopedia
გამა-გამოსხივება (γ-გამოსხივება) — მოკლეტალღიანი ელექტრომაგნიტური გამოსხივება. გამა-გამოსხივებას მეტად მცირე ტალღის სიგრძე ( სმ) და ამის გამო მკვეთრად გამოსახული კორპუსკულური თვისებები აქვს.
გამა-გამოსხივება წარმოიქმნება რადიოაქტიურო ბირთვებისა და ელემენტარული ნაწილაკების დაშლისას, ნაწილაკ-ანტინაწილაკის წყვილის ანიჰილაციისას, აგრეთვე სწრაფი დამუხტული ნაწილაკების გავლისას ნივთიერებაში.
რადიოაქტიური ბირთვების დაშლის დროს გამა-გამოსხივება მიიღება ბირთვის აგზნებული დონიდან ძირითად ან დაბალ აგზნებულ დონეზე გადასვლისას ენერგიის ისეთ არეში, სადაც ბირთვიდან ნუკლონების გამოტყორცნა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში γ - კვანტის გამოსხივება ბირთვის A მასური რიცხვის და Z ატომური ნომრის შეუცვლელად ხდება. გამა-გამოსხივების ენერგეტიკული სპექტრი ხაზოვანია ბირთვის დონეთა დისკრეტულობის გამო. ზოგიერთი ელემენტარული ნაწილაკის დაშლისას გამოსხივდება დიდი ენერგიის γ-კვანტები.