პრაზეოდიმი[1][2][3] (ლათ.Praseodymium < ბერძ.πράσιος— „ღია-მწვანე“ და δίδυμος— „ტყუპისცალი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 59, ატომური მასა — 140.91, tდნ — 935 °C, tდუღ — 3130 °C, სიმკვრივე — 6.77 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-მოთეთრო, იშვიათ მიწათა ლითონი. 1885 წელს პრაზეოდიმი აღმოაჩინა კ. აუერ ფონ ველსბახმა პრაზეოდიის ოქსიდის სახით. ნეოდიმისა და პრაზეოდიმის ნარევისაგან ღებულობენ უფერულ მინას, რომელიც კარგად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს.
პრაზეოდიმი
59Pr
140.91
4f3 6s2
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...