ლოურენსიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლოურენსიუმი[1][2][3] (ლათ. Lawrencium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილტრიუმი (ლათ. Unniltrium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-ლუტეციუმი (Eka-lutetium) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მესამე ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 103, tდნ — 1627 °C, სიმკვრივე — 14.4 გ/სმ3. სტაბილური იზოტოპები არ აქვს. ამ ელემენტის სინთეზის პირველი ცდები ჩაატარა (1961) ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა ალბერტ გიორსოს მეთაურობით. (ლოურენსიუმი უწოდეს ერნესტ ლორენსის პატივსაცემად). სინთეზირებულია ლოურენსიუმის იზოტოპები, რომელთა მასური რიცხვია 255-260. ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს იზოტოპ , რომლის ნახევრად დაშლის პერიოდი T½ ≈ 3 წთ.
ლოურენსიუმი |
103Lr |
[266] |
5f14 7s2 7p1 |