ბერილიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერილიუმი[2][3] (ლათ. Beryllium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეორე პერიოდის, მეორე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 4, ატომური მასა — 9.0122, tდნ — 1287 °C, tდუღ — 2469 °C, სიმკვრივე —1.85 გ/სმ3; ბერილიუმი ღია ნაცრისფერი მსუბუქი ლითონია. ბუნებრივი ბერილიუმი შედგება ერთი სტაბილური იზოტოპისაგან . ხელოვნური გზით მიღებულია ბერილიუმის არამდგრადი ნუკლიდები, რომელთა მასური რიცხვი მერყეობს 5-16-ის შუალედში; მიეკუთვნება ტუტემიწა ლითონებს. ნაერთებში ბერილიუმი ორვალენტოვანია და მაღალი ქიმიური აქტიურობით ხასიათდება.
ბერილიუმი |
4Be |
9.0122 |
2s2 |
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...
დახურვა