იონური რადიუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
იონური რადიუსი (rion) — სფეროსმაგვარი იონების დამახასიათებელი ზომა, რომელიც გამოიყენება ატომებს შორის მანძილის გამოსათვლელად იონურ ნაერთებში. იონური რადიუსის ცნება დაფუძნებულია ვარაუდზე, რომ იონების ზომები არაა დამოკიდებული მოლეკულის შემადგენლობაზე, რომელშიც ისინი შედიან. მასზე მოქმედებს ელექტრონული გარსის რაოდენობა, ატომების და იონების შეფუთვის სიმჭიდროვე (სიმკვრივე) კრისტალურ მესერში.