კრისტალური მესერი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტალური მესერი — დამხმარე გეომეტრიული გამოსახულება, რომელიც შემოღებულია კრისტალის აღნაგობის ანალიზისათვის. მესერს აქვს ბადესთან მსგავსება, რაც იძლევა საფუძველს მესრის წერტილებს უწოდოთ კვანძები. კვანძებს შორის არსებული ქიმიური კავშირებისა და ბმების მიხედვით განასხვავებენ მესრის რამდენიმე სახეს:
- იონურს,
- ატომურს,
- მოლეკულურს,
- ლითონურს (მეტალურს).
ტერმინს „მესერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მესერი. |
მესერს წარმოადგენს წერტილების (ატომების) ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნებიან კრისტალის ნებისმიერი ცალკე აღებულ წერტილში ტრანსლიაციის ჯგუფის ზემოქმედების ქვეშ. ეს განლაგება შესანიშნავია იმით რომ, ყოველი ერთი წერტილის მიმართ ყველა დანარჩენი განლაგებულია სრულიად ერთნაირად. ანალიზის მოხერხებულობისათვის მესრის წერტილებს ამთხვევენ რომელიმე ატომების ცეტრებს რომლებიც კრისტალის შემადგენლობაშია, ან მოლეკულების ცენტრებს.