ატომური ნომერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ატომური ნომერი (Z) — ქიმიური ელემენტის რიგითი ნომერი დ. მენდელეევის ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. ატომური ნომერი უდრის ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას. იგი ჩვეულებრივად აღინიშნება Z ასოთი. ბირთვის მუზტი Ze-ს ტოლია, სადაც e — დადებითი ელემენტარული ელექტრონული მუხტია, რომელიც ელექტრონის მუხტის აბსოლუტური მნიშვნელობის ტოლია.
სქემატურად ატომი შეიძლება მიახლოებით წარმოვიდგინოთ, როგორც პროტონებისა (p+) და ნეიტრონების (n) მჭიდრო გროვა (ბირთვი), რომლის ირგვლივაც მოძრაობს ელექტრონები (e-). ატომის ელექტრული მუხტი ნულია, რამეთუ მასში ელექტრონთა რაოდენობაც უდრის მისსავე ატომური ნომერს (Z) (+e მუხტის მქონე Z პროტონი და -e მუხტის მქონე Z ელექტრონი აბათილებენ ერთმანეთის მუხტს და ჯამში გავძლევენ 0 კულონს).
თავდაპირველად, ეს ნომერი განსაზღვრავდა ქიმიური ელემენტის ადგილს მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში. როდესაც დიმიტრი მენდელეევმა იმ დროისთვის ცნობილი ქიმიური ელემენტები დააჯგუფა მათი თვისებების მიხედვით, შენიშნა რომ ატომური მასის ზრდის მიხედვით დალაგებას არალოგიკურ შედეგებამდე მივყავდით: მაგალითად, იოდსა და ტელურს მათი ატომური მასიდან გამომდინარე შებრუნებით უნდა დაეკავებინათ ადგილები. შეუსაბამოებებმა, ქიმიური თვისებების მიხედვით განდასებაში რომელიც განსაზღვრავდა ატომურ ნომერს და დაახლოებით შეესაბამებოდა ატომურ მასას, აჩვენეს რომ ატომური მასა გამოსახავს არა მხოლოდ მასას არამედ სხვა თვისებებსაც.