ლითიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლითიუმი[3][4] (ლათ. Lithium < ძვ. ბერძნ. λίθος [lithos] — „ქვა“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეორე პერიოდის, პირველი ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Iა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 3, ატომური მასა — 6.94, tდნ — 180.50 °C, tდუღ — 1330 °C, სიმკვრივე — 0.534 გ/სმ3; ლითიუმი მოვერცხლისფრო-მოთეთრო, რბილი, პლასტიკური და მსუბუქი ლითონია; ბუნებრივი ლითიუმი შედგება ორი სტაბილური იზოტოპისაგან: (7.59 %) და (92.41 %)[2]. ხელოვნური გზით მიღებულია ლითიუმის არამდგრადი ნუკლიდები, რომელთა მასური რიცხვი მერყეობს 3-13-ის შუალედში; მიეკუთვნება ტუტე ლითონებს.
ლითიუმი |
3Li |
6.94 |
2s1 |
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...
დახურვა