ოგანესონი
ქიმიური ელემენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ოგანესონი[1] (ლათ. Oganesson; ქიმიური სიმბოლო — ), უნუნოქტიუმი (ლათ. Ununoctium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-რადონი (Eka-radon) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეთვრამეტე ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, VIIIა) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 118, tდნ — 52±15 °C, tდუღ — 177±10 °C, სიმკვრივე — 7.2 გ/სმ3. ოგანესონი ყველაზე მძიმე ატომური მასის მქონე ქიმიური ელემენტი მენდელეევის პერიოდულ სისტემაში. ის ბუნებაში არ გვხდება და მისი მიღება მოხდა ლაბორატორიაში სინთეზირების შედეგად. ძლიერ რადიოაქტიულია, ამის გამო დღემდე მისი რამდენიმე ატომია გამოკვლეული.[2]ოგანესონის ნახევრად დაშლის პერიოდია 0.89 მილიწამი. პირველად მიღებულ იქნა 2002 წელს ქ. დუბნას ატომური კვლევების გაერთიანებული უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიანიჭეს სახელწოდება ოგანესონი, იური ოგანესიანის საპატივცემულოდ, რომელიც იყო იმ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელშიც პირველად იქნა სინთეზირებული ახალი ელემენტი. 2015 წლის დეკემბერში თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირიმა (IUPAC) და თეორიული და გამოყენებითი ფიზიკის საერთაშორისო კავშირმა (IUPAP) ქიმიური ელემენტი ოფიციალურად აღიარა და პერიოდულობის სისტემაში ადგილი მიუჩინა.[3]ამ ელემენტს დღემდე აღმოჩენილთაგან უდიდესი ატომური ნომერი და ატომური მასა აქვს. ოგანესონს ელემენტ 118-ის სახელითაც მოიხსენიებენ.
ოგანესონი |
118Og |
[294] |
5f14 6d10 7s2 7p6 |