კალიფორნიუმი[1][2] (ლათ.Californium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 98, tდნ — 900 °C, tდუღ — 1470 °C, სიმკვრივე — 15.1 გ/სმ3. სტაბილური იზოტოპები არ გააჩნია. კალიფორნიუმი მიღებულია 1950 წელს ამერიკელი მეცნიერების ს. ტომპსონის, ა. გიორსოს, კ. სტრიტისა და გ. სიბორგის მიერ ბირთვული რეაქციით. კალიფორნიუმის მასური რიცხვებია 242-256. მისი პირველი მყარი ნაერთები და მიღებულია 1958 წელს. კალიფორნიუმის ჟანგვის ხარისხია +3 ან +2. პრეპარატებს იყენებენ ნეიტრონების წყაროდ.
კალიფორნიუმი
98Cf
[251]
5f10 7s2
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...