ფრანციუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანციუმი[1][2] (ლათ. francium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-ცეზიუმი (Eka-caesium), აქტინიუმ K — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, პირველი ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Iა) რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 87, tდნ — 27.0 °C, tდუღ — 677 °C, სიმკვრივე — 2.48 გ/სმ3. 1939 წელს ფრანციუმი (იზოტოპი ; T1/2=21.8 წთ) აღმოაჩინა ფრანგმა ნეცნიერმა მ. პერეიმ, როგორც -ის ალფა-დაშლის პროდუქტი. ფრანციუმს სტაბილური იზოტოპები არა აქვს. ცნობილია ხელოვნურად მიღებული ფრანციუმის 20-ზე მეტი იზოტოპი, რომელთა მსაური რიცხვები 203-დან 229-მდეა; ყველა არამდგრადია. ფრანციუმის ჟანგვის ხარისხია +1. ხსნარებში ახასიათებს ტიპური ტუტე ლითონების თვისებები, მისი ყველა მარილი წყალში კარგად იხსნება. იყენებენ განსასაზღვრავად.
ფრანციუმი |
87Fr |
[223] |
7s1 |
ფრანციუმს ყველა ცნობილ ელემენტთა შორის ყველაზე დაბალი ელექტრონეგატიურობა ახასიათებს და მეორე ყველაზე იშვიათი ელემენტია ბუნებაში (ასტატის შემდეგ). ფრანციუმი მაღალი რადიოაქტიურობის ლითონია და ასტატად, რადიუმად და რადონად იშლება. როგორც ტუტე ლითონს, მას ერთვალენტიანი ელექტრონი აქვს.