კოვალენტური რადიუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოვალენტური რადიუსი (rcov) — მოცემული ელემენტის ატომის ბირთვებს შორის მანძილის ნახევარი რომლებიც ქმნიან კოვალენტურ ბმას. კოვალენტური რადიუსის სიდიდედ მიიღება მარტივი ნივთიერების კრისტალის ატომებს შორის უმოკლესი მანძილის ნახევარი. სხვა სიტყვებით, თუკი ავღნიშნავთ ელემენტის X ატომებს, რომლებიც წარმოქმნიან კოვალენტურ ბმიან კრისტალს, მაშინ ჰალოგენებისათვის კოვალენტური რადიუსი ტოლია მოლეკულაში ბმის სიგრძის ნახევარს X2, გოგირდისათვის და სელენისათვის — X8 მოლეკულის ბმის სიგრძის ნახევარს, ნახშირბადისათვის და სილიციუმისათვის მიიღება ალმასისა და სილიციუმის კრისტალების ატომებს შორის უმოკლესი მანძილის ნახევრისა.
კოვალენტური რადიუსი ახასიათებს ბირთვის ახლოს ელექტრონული სიმკვრივის განაწილებას, სიმჭიდროვეს და ახლოსაა სხვა ელექტრონული სიმკვრივის გადანაწილების მახასიათებლებთან, (ვან-დერ-ვაალსის რადიუსი, ბორის რადიუსი წყალბადის ატომისათვის და.ა.შ.).