რეზერფორდიუმი[1][2] (ლათ.Rutherfordium; ქიმიური სიმბოლო — ), კურჩატოვიუმი (ლათ.Kurchatovium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილქუადრიუმი (ლათ.Unnilquadrium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-ჰაფნიუმი (Eka-hafnium) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეშვიდე პერიოდის, მეოთხე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეოთხე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IVბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 104, tდნ — 2100 °C, tდუღ — 5500 °C, სიმკვრივე — 17 გ/სმ3. რეზერფორდიუმი მაღალრადიაციული ხელოვნური სინთეზური ელემენტია, ყველაზე სტაბილური იზოტოპის 267Rf ნახევარდაშლის პერიოდია შეადგენს მიახლოებით 1.3 საათს. რეზერფორდიუმი — პირველი ტრანსაქტინოიდი ელემენტია, მისი ნაწინასწარმეტყველი ქიმიური თვისებები ახლოსაა ჰაფნიუმთან. სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის ერნესტ რეზერფორდის პატივსაცემად.
რეზერფორდიუმი
104Rf
[267]
5f14 6d2 7s2
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...