ელექტროდული პოტენციალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელექტროდული პოტენციალი — ელექტროსტატიკური პოტენციალების სხვაობაა ელექტროდსა და მასთან კონტაქტში არსებული ელექტროლიტს შორის (ყველაზე ხშირად ლითონსა და ელექტროლიტის ხსნარს შორის).
ტერმინს „პოტენციალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ პოტენციალი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ელექტროდული პოტენციალის წარმოქმნა განპირობებულია დამუხტული ნაწილაების გადატანით ფაზების გაყოფის საზღვარზე, სპეციფიკური იონების ადსორბციით, ხოლო პოლარული მოლეკულების არსებობის შემთხვევაში (მათ შორის გამხსნელის მოლეკულები) — მათი ორიენტაციული ადსორბციით. ელექტროდული პოტენციალის სიდიდე გაუწონასწორებულ მდგომარეობაში დამოკიდებულია როგორც კონტატირებული ფაზების შემადგენლობაზე და მათ ბუნებაზე, ისე ელექტროდული რეაქციის კინეტიკურ კანონზომიერებაზე ფაზების გაყოფის საზღვარზე.
პოტენციალების ნახტომის გაწონასწორებული მნიშვნელობა ფაზების გაყოფის საზღვარზე ელექტროდი/ხსნარი განისაზღვრება მარტოოდენ ელექტროდული რეაქციების თავისებურებებით და არაა დამოკიდებული ელექტროდის ბუნებაზე და მასზე ზედაპირულ-აქტიური ნივთიერების ადსორბციაზე. ამ აბსოლუტური პოტენციალების სხვაობის გაზომვა წერტილებს შორის, რომლებიც ორ სხვადასხვა ფაზაში არიან, შეუძლებელია როგორც ექსპერიმენტალურად ისე შეუძლებელია მისი თეორიულად გამოთვლაც.