ფოსფორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფოსფორი[1][2] (ლათ. Phosphorus < ძვ. ბერძნ. φῶς — „სინათლე“ და φέρω — „დამაქვს“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მესამე პერიოდის, მეთხუთმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Vა) ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერია — 15, ატომური მასა — 30.974. ჟანგბადის მიმართ ფოსფორს შეუძლია გამოავლინოს 5-ის ტოლი ვალენტობა, წყალბადის მიმართ კი 3-ის ტოლი ვალენტობა. თავისი სავალენტო ელექტრონებით ფოსფორი კოვალენტურ ბმებს წარნოქმნის როგორც ჟანგბადთან, ისე წყალბადთან. ატომის აღნაგობა განსაზღვრავს ფოსფორის უმაღლესი ჟანგბადნაერთის შედგენილობას და აქროლადი წყალბადნაერთის შემადგენლობას.
ფოსფორი |
15P |
30.974 |
3s2 3p3 |
იგი გამოისახება სიმბოლოთი P. იგი არამეტალია, ამჟღავნებს სხვადასხვა ვალენტობას და მიეკუთვნება აზოტის ჯგუფს. ფოსფორი ფართოდაა გავრცელებული მთის ქანებში. ელემენტური ფოსფორი გვხვდება ორი ძირითადი ფორმით - თეთრი ფოსფორი და წითელი ფოსფორი. თეთრი ფოსფორს ახასიათებს ფოსფოროესენცია.
ფოსფორი დიდი ქიმიური აქტიურობის გამო ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება. პირველად ფოსფორი აღმოჩენილ იქნა გერმანელი ალქიმიკოსის ჰენიგ ბრანდის მიერ 1669 წელს, შარდის აორთქლებისას მიღებული მყარი ნაშთის მშრალი გამოხდით (უჰაერო გახურებით). სახელწოდება ფოსფორი (ბერძ. Φωσφόρος - ნიშნავს ”სინათლის მატარებელს”, ლათ. Phosphorus). წარმოქმნის დაახლოებით 190 მინერალს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია აპატიტი Ca5(PO4)3(F,Cl,OH), ფოსფორიტი Ca3(PO4)2 და სხვა.
ფოსფორს შეიცავს ადამიანის და ცხოველის ძვალი, ზოგიერთი სახის ცილა, ნერვული და თავის ტვინის ქსოვილები. ფოსფორი შედის დნმ (DNA), რნმ (RNA), ატფ ( ATP) და ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში. ფოსფორი წარმოქმნის ყველა უჯრედის მემბრანას, ამდენად იგი აუცილებელია ყოველი ცოცხალი უჯრედისათვის. ფოსფორი განსაკუთრებით ესაჭიროება მცენარეს ყვავილისა და ნაყოფის ზრდა–განვითარებისათვის, ხელს უწყობს ხეხილისა და ვაზის მსხმოიარობას. ფოსფორი შედის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში და მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით პროცესებში.
კომერციული მიზნით მნიშვნელოვანია მისი გამოყენება სასუქების წარმოებაში.ფოსფორიანი სასუქების წარმოების ძირითადი ნედლეულია ფოსფორიტები და აპატიტები, რომელთა მთავარი შემადგენელი ნაწილაკია კალციუმის ფოსფატი. ფოსფორიტის საბადო აღმოაჩინეს საქართველოში 1931 წელს. ფოსფორიტს გადაუმუშავებლადაც იყენებენ ფქვილის სახით – შემოდგომაზე შეაქვთ ნიადაგში, სადაც იგი გარდაიქმნება ხსნად მჟავა მარილად, რომელსაც მცენარე ადვილად ითვისებს გაზაფხულსა და ზაფხულში.
ფოსფორ ნაერთები აგრეთვე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ფეთქებადი ნივთიერებების, მათ შორის ასანთის წარმოებაში, ასევე პესტიციდების, კბილის პასტების და დეტერგენტების მისაღებად.