ჩინეთი
ქვეყანა აზიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ.: 中华人民共和国, ფინინი Zhōngguó), ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი (ინდოეთთან ერთად) ქვეყანა 1,4 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია.[6] ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე [7] (ჰონგ-კონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი.[1] აღმოსავლეთიდან აკრავს ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვები (წყნარი ოკეანე). სანაპიროსთან ბევრი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია ტაივანი და ჰაინანი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მონღოლეთი და რუსეთი, დასავლეთიდან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი; სამხრეთით ნეპალი, ინდოეთი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი; ჩრდილოეთით ჩრდილოეთ კორეა. ოფიციალური ენა — ჩინური. ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი — რესპუბლიკის გამოცხადების დღე (1949). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდარს. ფულის ერთეულია იუანი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 中华人民共和国 ჩინეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: 《义勇军进行曲》 მოხალისეთა მარში |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | პეკინი[1] 39°55′ ჩ. გ. 116°23′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | შანხაი[2][3] | |||||
ოფიციალური ენა | ჩინური1 | |||||
მთავრობა | სოციალისტური რესპუბლიკა[4][5] | |||||
- | ჩსრ-ს თავმჯდომარე | სი ძინპინი | ||||
- | სახ. საბჭოს პრემიერი | ვენ ძიაბაო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 9 596 960 კმ2 (მე-3/4) | ||||
- | წყალი (%) | 2,8 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2023 შეფასებით | 1 411 750 000 (მე-2) | ||||
- | 2000 აღწერა | 1 242 612 226 | ||||
- | სიმჭიდროვე | 145 ადამიანი/კმ² კაცი/კმ2 (83-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2023 შეფასებით | |||||
- | სულ | 17,701 ტრლნ. $ (მე-2) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | 12 541 $ (71-ე) | ||||
აგი (2023) | 0,768 (მაღალი) (79-ე) | |||||
ვალუტა | იუანი3 (CNY ) |
|||||
დროის სარტყელი | (UTC +8სთ.) | |||||
- | ზაფხულის (DST) | (UTC +8სთ.) (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | CHN | |||||
Internet TLD | .cn, .hk, .mo | |||||
სატელეფონო კოდი | 86 | |||||
1ასევე ინგლისური ჰონგ-კონგში, პორტუგალიური მაკაოში. |