ნეპალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეპალი (ნეპ. नेपाल), ოფიციალურად: ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკა[4] — სამხრეთ აზიაში მდებარე სუვერენული სახელმწიფო. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა და მდებარეობს ჰიმალაის სამხრეთით, მოქცეულია ინდოეთსა და ჩინეთს შორის. მას ბანგლადეშისგან აშორებს ინდოეთის საკუთრებაში მყოფი სილიგურის კორიდორი, ხოლო ბჰუტანისგან სიკიმის შტატი. კატმანდუ არის ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი.
ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა लोकतान्त्रिक गणतन्त्र नेपाल Sanghiya Loktāntrik Ganatantra Nepāl ნეპალი |
||||
---|---|---|---|---|
|
||||
დევიზი: जननी जन्मभूमिश्च स्वर्गादपि गरीयसी „დედა და სამშობლო ზეციურ სამეფოზე დიადია“ |
||||
ჰიმნი: "დამზადებულია ასობით ყვავილისგან" |
||||
|
||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კატმანდუ 24°42′ ჩ. გ. 85°19′ ა. გ. | |||
ოფიციალური ენა | ნეპალური | |||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||
- | პრეზიდენტი | ბიდჰია დევი ბჰანდარი | ||
- | ვიცე-პრეზიდენტი | ნანდა კიშორ პუნი | ||
- | პრემიერ-მინისტრი | კჰადგა პრასად შრმა ოლი | ||
ფართობი | ||||
- | სულ | 147 181 კმ2 (95-ე) | ||
- | წყალი (%) | 2.8 | ||
მოსახლეობა | ||||
- | 2013 შეფასებით | 30 430 267 (41-ე) | ||
- | 2011 აღწერა | 26 494 504[1] | ||
- | სიმჭიდროვე | 199 კაცი/კმ2 | ||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||
- | სულ | $74.020 მილიარდი[2] | ||
- | ერთ მოსახლეზე | $2,573[2] | ||
აგი (2015) | 0.548[3] (დაბალი) (145-ე) | |||
ვალუტა | ნეპალური რუპია (NPR ) |
|||
დროის სარტყელი | UTC+05:45 | |||
ქვეყნის კოდი | NPL | |||
Internet TLD | .np | |||
სატელეფონო კოდი | 977 |
მსოფლიოს ათი უდიდესი მთიდან რვა მდებარეობს ნეპალის ჩრდილოეთში. ნეპალის სამხრეთი რეგიონი არის ნაყოფიერი და ნოტიო.[5]
ნეპალელების დაახლოებით 81,3 % ინდუიზმის აღმსარებელია. სხვა გავრცელებული რელიგიებია: ბუდიზმი - 9 %, ისლამი - 4,4 %, კირატიზმი -3,1 %, ქრისტიანობა - 1,4 % და ანიმიზმი - 0,4 %.[6]
1768 წლიდან ნეპალი იმართებოდა შაჰის დინასტიის მიერ, როდესაც პრითვი ნარაიან შაჰმა გააერთიანა ნეპალის ტერიტორიაზე არსებული მრავალი მცირე სამეფო. ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სადაც ჩართული იყო ნეპალის კომუნისტური პარტიის მაოისტური ფრთა 2005 წლის 22 ნოემბერს 12 პუნქტიანი ხელშეკრულებით დასრულდა, რომელიც იყო 2008 წელს ჩატარებული პირველი დამფუძნებელი კრების არჩევნების გარანტი. 2015 წლის 20 სექტემბერს პრეზიდენტმა რამ ბარან იადავმა გამოაცხადა ახალი კონსტიტუციის შექმნა.
ნეპალი არის მცირე შემოსავლიანი და ადამიანის განვითარების დაბალი ინდექსის მქონე ქვეყანა. მიუხედავად ამისა მთავრობა გეგმავს, რომ ნეპალი 2022 წელს შევიდეს შედარებით განვითარებული ქვეყნების სიაში.[7][8]