ISO 4217
From Wikipedia, the free encyclopedia
ISO 4217 — სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტი, რომელიც ადგენს სამასოიან ალფავიტურ და სამნიშნა ციფრულ ვალუტის კოდებს. მათი გამოყენების ძირითადი სფეროა — დოკუმენტები და შეტყობინებები, რომელიც მიეკუთვნება საერთაშორისო გარიგებებს, ასევე ნებისმიერი კომერციული ან საბანკო მოღვაწეობა, სადაც მიზანშეწონილია გამოისახოს ვალუტის სახელწოდება კოდირებული ან შემოკლებული ფორმით და ამასთან მოხდეს მისი გარკვევით იდენტიფიცირება, რადგან სხვადასხვა ვალუტას შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე დასახელება (ამერიკული დოლარი, კანადური დოლარი, ავსტრალიური დოლარი და სხვა)[1][2].
სტანდარტის მოქმედი რედაქციის ოფიციალური დასახელება:
- ინგლისურ ენაზე — ISO 4217:2008. Codes for the representation of currencies and funds[3];
- ფრანგულ ენაზე — ISO 4217:2008. Codes pour la représentation des monnaies et types de fonds[4];
- რუსულ ენაზე — ISO 4217:2008. Коды для представления валют и фондов[5].
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა დაახლოებით 18 500 სტანდარტი; ISO 4217 შედის 8 ყველაზე უფრო მოთხოვნადი სტანდარტების სიაში[6] და თვითონ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ISO) ყველაზე უფრო წარმატებულთა სამეულში[7].
ორიგინალში სტანდარტი ქვეყნდება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე[2]. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული ოფიციალური თარგმანი ქართულ და მსოფლიოს სხვა ენებზე არ ხორციელდება.
ISO 4217 სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნებისთვის რეკომენდაციაა. მასზე დაყრდნობით მუშავდება ეროვნული სტანდარტები — მაგალითად, ვალუტის საერთორუსული კლასიფიკატორი[8] ან ვალუტის უკრაინული კლასიფიკატორი (უკრ. Класифікація валют)[9]. ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ იხმარება ISO 4217 — მაგალითად, ევროპის კავშირის ფარგლებში[10].
ISO-ს ოფიციალური პოლიტიკის შესაბამისად, ნებისმიერი მიზნებისთვის ISO 4217-ის კოდების გამოყენების საფასური (მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის ან საბანკო სფეროში გადახდის იდენტიფიკაციისთვის) არ ამოიღება[7].