ინგლისური ენა
ინდოევროპული ოჯახის დასავლური გერმანული ენა / From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისური ენა (თვითსახელწოდება ინგლ. English [ˈɪŋɡlɪʃ] — „ინგლისური“, ასევე English language) — ფრიზიულ ენათა ჯგუფს ეკუთვნის და ინდოევროპულ ენათა ქვეოჯახის, დასავლეთ გერმანიკული ენების შტოს წარმოადგენს.
ინგლისური English | |
გავრცელებულია | 67 ქვეყანა (იხ. ამავე სტატიაში ქვესათაური „ქვეყნები ოფიციალური სტატუსით“), სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებები და ორგანიზაციები,
|
მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლ. ენა: დაახლ. 360-400 მლნ (2006 წ.) მეორე ენა: დაახლ. 400 მლნ მთლიანობაში: დაახლ. 600-700 მლნ კაცი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური (ინგლისური ვარიანტი) |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-en}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ინგლისური |
ინგლისური ენა ყველაზე ახლოს ფრიზიულ ენასთანაა. ასევე ენათესავება ნიდერლანდურ ენასა და გერმანული ენის დიალექტებს. გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს სალიტერატურო გერმანულ ენასთანაც.
V საუკუნეში დღევანდელი დანიისა და ჩრდილოეთ გერმანიის ტერიტორიიდან ინგლისში გადმოსახლდნენ ანგლები, საქსები და იუტები. ამ ტომთა ენების, ან დიალექტების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს. ინდოგერმანულ ენათა საწყისი ენა — პროტო-ინდოგერმანული ენა კი, სავარაუდოდ, ჩვ. წ. V საუკუნის დადგომამდე ბევრად ადრე, დაახლოებით, 5 ათასი წლის წინათ უნდა არსებულიყო.