სირია
From Wikipedia, the free encyclopedia
სირია (არაბ. سورية; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბთა რესპუბლიკა არაბ. الجمهورية العربية السورية) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.
სირიის არაბთა რესპუბლიკა الجمهورية العربية السورية სირია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Homat el Diyar |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | დამასკო 33°30′ ჩ. გ. 36°18′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ბაშარ ალ-ასადი | ||||
- | პრემიერ მინისტრი | რიად ჰიჯაბი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 186 475 კმ2 (89-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.1 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 22 530 746[1] (54-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 118,3 კაცი/კმ2 (101-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2012 შეფასებით | |||||
- | სულ | $107.831 მილიარდი[1] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5100[1] | ||||
აგი (2013) | 0.648[2] (საშუალო) (116-ე) | |||||
ვალუტა | სირიული ფუნტი (SYP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | SYR | |||||
Internet TLD | .sy | |||||
სატელეფონო კოდი | +963 |
თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა, დამასკო დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა[3].
2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია[4][5]. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.
1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.