აღმოსავლეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი (აღმოსავლეთის წერტილი) — ჰორიზონტის (ქვეყნის მხარეების) ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ჩრდილოეთისაკენ, პირშექცეული დამკვირვებლის ხელმარჯვნივ. აღინიშნება O (გერმ. Ost) ან E (ინგლ. East) ასოთი. ბუნიობის დღეებში მზე ამ წერტილის მახლობლად ამოდის. ერთ-ერთია ცის ეკვატორისა და ჭეშმარიტი ჰორიზონტის გადაკვეთის ორ წერტილს შორის.