სირიის სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
სირიის სამოქალაქო ომი, აგრეთვე ცნობილი როგორც სირიის კრიზისი (არაბ. الأزمة السورية)[1] — მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთგულ ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. არეულობა დაიწყო 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ეს აქციები იყო ნაწილი უფრო ფართო ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის, რომელიც ცნობილია არაბული გაზაფხულის სახელით. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას, რომლის ოჯახიც მართავს სირიას 1971 წლიდან, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც დაიწყო 1963 წელს.
სირიის სამოქალაქო ომი | ||||
---|---|---|---|---|
არაბული გაზაფხულის ნაწილი | ||||
წითელი - მთავრობა მწვანე - აჯანყებულები და თურქეთის საოკუპაციო ძალები ყვითელი - როჟავა თეთრი -ტაჰრირ-ალ-შამინაცრისფერი -ისლამური სახელმწიფო | ||||
თარიღი | 2011 წლის 15 მარტიდან - დღემდე | |||
მდებარეობა | სირია | |||
შედეგი | მიმდინარეობს | |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
| ||||
ძალები | ||||
| ||||
დანაკარგები | ||||
| ||||
სირიის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში |
2011 წლის აპრილში, სირიის არმია გამოვიდა აჯანყების ჩასახშობად და ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.[2] რამდენიმე თვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ,[3] პროტესტი გადაიზარდა შეიარაღებულ აჯანყებაში. კონფლიქტი არის ასიმეტრიული და შეტაკებები მიმდინარეობს ბევრ ქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით.[4] 2013 წელს ჰეზბოლა შეუერთდა ომს სირიის არმიის მხარდასაჭერად.[5][6] სირიის ხელისუფლება ძალაში რჩება რუსეთის და ირანის სამხედრო მხარდაჭერის წყალობით, ხოლო კატარი და საუდის არაბეთი იარაღით ამარაგებენ ამბოხებულებს.[7] 2013 წლის ივლისისთვის, სირიის ხელისუფლება აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30-40 პროცენტს და სირიის მოსახლეობას 60 პროცენტს.[8] 2012 წლის გაეროს მოხსენებამ კონფლიქტი დაახასიათა, როგორც „ღიად სექტანტური ხასიათის მატარებელი“[9] დაპირისპირება ძირითადად სუნიტ მეამბოხეთა და ალავიტურ შაბიჰა მილიციასა და სხვა შიიტურ ჯგუფებს შორის,[10] მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაც და სამთავრობო ძალებიც უარყოფენ ამას.[11][12]
გაეროს მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 100 000-ს 2013 წლის ივნისში, და მიაღწია 120 000-ს 2013 წლის სექტემბერს.[13][14] გარდა ამისა, ათობით ათასი მომიტინგე იმყოფება ციხეში და არსებობს ანგარიშები, რომ სახელმწიფო ციხეებში ფართოდაა გავრცელებული წამება და ტერორი.[15] საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ძალებს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში.[16] გაეროსა და საერთაშორისო ამნისტიის კვლევის მიხედვით, 2012 და 2013 წელს ამ დარღვევათა უმრავლესობას სირიის ხელისუფლება ახორციელებდა.[17][18][19][20][21] ჰუმანიტარული კატასტროფის სიმძიმე სირიაში უკვე გაახმოვანა გაერომ და მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ოთხ მილიონზე მეტი სირიელი გახდა იძულებით გადაადგილებული, სამ მილიონზე მეტი სირიელი გაიქცა ქვეყნიდან და გახდა ლტოლვილი და მილიონობით მეტი დარჩა ცუდ საცხოვრებელ პირობებში საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტით. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ქალაქ მოადამია ალ-შამში, სადაც 12,000 მოსახლეობა სავარაუდოდ დაიღუპება შიმშილით 2013 წლის ზამთრში სირიის არმიის ბლოკადის გამო.[22]
ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა სირიაში ერთზე მეტჯერ, რამაც ძლიერი საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია.[23]