ნიუე
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუე (ინგლ. Niue [ˈnjuːeɪ]; ნიუე. Niuē-fekai, ძველი სახელწოდება სევიჯი Savage) — კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთ წყნარ ოკეანეში. მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით. ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 261,46 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 1611 ადამიანი[1] (2011), მოსახლეობის ძირითად ნაწილს პოლინეზიელები შეადგენენ. ეს ტერიტორია პირველად ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა 1774 წელს. 1900 წელს ნიუე გახდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი, ხოლო 1901 წლიდან იგი ანექსირებულ იქნა ახალი ზელანდიის მიერ. 1974 წელს ნიუე გახდა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ახალი ზელანდიის შემადგენლობაში.
ნიუე | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Ko e Iki he Lagi |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ალოფი 19°03′ ს. გ. 169°55′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ნიუეური ინგლისური |
|||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | ჩარლზ III | ||||
- | პრემიერი | დალტონ ტაგელაგი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 261,46 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 შეფასებით | 1611 (218-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 6,16 ად. კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | შეფასებით | |||||
- | სულ | $ 7.6 მილიონი | ||||
აგი | 0.000 | |||||
ვალუტა | ახალ ზელანდიური დოლარი (NZD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC +11სთ. | |||||
Internet TLD | .nu | |||||
სატელეფონო კოდი | 683 |
ნიუე არის ახალ ზელანდიასთან ასოცირებული წევრი, ამ ტერიტორიას გააჩნია საკმაოდ დიდი ავტონომიური უფლებები. ნიუეს მმართველია გაერთიანებული სამეფოს მონარქი ჩარლზ III.
2003 წელს, ნიუე გახდა მსოფლიოში პირველი „WiFi ერი“.