ახალი ზელანდია
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი ზელანდია (ინგლ. New Zealand; მაორი. Aotearoa) — კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულზე. ქვეყნის დედაქალაქია უელინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი. ახალი ზელანდიის მოსახლეობა 2013 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 4 242 048 ადამიანს[7]. ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიისა და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებზე აგებული და შედის განვითარებული ქვეყნების სიაში.
ახალი ზელანდია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: "ღმერთო დაიცავი ახალი ზელანდია" "ღმერთო დაიფარე მეფე"[1][2] |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | უელინგტონი 41°17′ ს. გ. 174°27′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ოკლენდი | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური (95,9 %), მაორული (4,2 %), ახალ ზელანდიური ნიშნების ენა (0,6 %) | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია, კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჩარლზ IIII | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | პეტსი რედი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ჯასინდა არდერნი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 268 680 კმ2 (75-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.6[3] | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 4 433 100[4] (122-ე) | ||||
- | აღწერა | 4 242 051 | ||||
- | სიმჭიდროვე | 15,79 კაცი/კმ2 (202-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $122.193 მილიარდი[5] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $27,668[5] | ||||
აგი (2011) | 0.908[6] (ძალიან მაღალი) (მე-5) | |||||
ვალუტა | ახალზელანდიური დოლარი (NZD ) |
|||||
დროის სარტყელი | NZST (UTC+12:00) | |||||
- | ზაფხულის (DST) | NZDT (UTC+13:00) (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | NZ | |||||
Internet TLD | .nz | |||||
სატელეფონო კოდი | +64 |
ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა მისი გეოგრაფიული იზოლირება. ქვეყნის უახლესი მეზობლებია — დასავლეთით ავსტრალია, გამოყოფილი ტასმანიის ზღვით (უმოკლესი მანძილი — დაახლოებით 1700 კმ); ჩრდილოეთით კუნძულოვანი ტერიტორიები — ახალი კალედონია (დაახლოებით 1400 კმ), ტონგა (დაახლოებით 1800 კმ) და ფიჯი (დაახლოებით 1900 კმ).