შვეიცარია
From Wikipedia, the free encyclopedia
შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორმ. la Svizra, ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera, რეტორმ. Confederaziun svizra) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო. მდებარეობს დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში.[4] არის ფედერალური რესპუბლიკა 26 კანტონით, რომლის ფედერალური ხელისუფლება დედაქალაქ ბერნშია განთავსებული.[5][6] სამხრეთით ესაზღვრება იტალია, დასავლეთით - საფრანგეთი, ჩრდილოეთით - გერმანია, ხოლო აღმოსავლეთით ავსტრია და ლიხტენშტეინი. გეოგრაფიულად იყოფა შვეიცარიის ზეგანის, ალპებისა და იურის მთების ტერიტორიებად, რომელთა საერთო ფართობი 41,285 კმ2-ია; აქედან ხმელეთი 39,997 კმ2 მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის უდიდესი ტერიტორია ალპებს უკავია, მოსახლეობა დაახლოებით 8.5 მილიონია, რომლის დიდი ნაწილი პლატოზეა კონცენტრირებული. ზეგანზე ვხვდებით ქვეყნის უდიდეს ქალაქებსა და ეკომონიკურ ცენტრებს, რომელთა შორისაა ციურიხი, ჟენევა და ბაზელი; აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითად ადგილსამყოფელს (ფიფა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეორე უდიდესი ოფისი, საერთაშორისო დასახლებების ბანკი); ზეგანის ტერიტორიაზეა განლაგებული შვეიცარიის მთავარი საერთაშორისო აეროპორტებიც.
შვეიცარიის კონფედერაცია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: (ტრადიციული) „Unus pro omnibus, omnes pro uno“ (ლათინურად) „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ |
||||||
ჰიმნი: Swiss Psalm | ||||||
დედაქალაქი | 46°57′ ჩ. გ. 7°27′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
აღიარებული ეროვნული ენები | რეტორომანული ენა | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2019) |
|
|||||
რელიგია | 65.5% ქრისტიანობა
|
|||||
ეთნოქორონიმი | ქართ. შვეიცარიელი ინგლ. Swiss, გერმ. Schweizer(in), ფრანგ. Suisse(sse), იტალ. svizzero/svizzera or იტალ. elvetico/elvetica, რეტორმ. Svizzer/Svizra |
|||||
მთავრობა | ფედერაციული რესპუბლიკა | |||||
- | ფედერალური საბჭო |
|
||||
- | ფედერალური კანცლერი | ვოლტერ ტურნერი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ფედერალური ასამბლეა | |||||
- | ზედა პალატა | კანტონთა საბჭო | ||||
- | ქვედა პალატა | ეროვნული საბჭო | ||||
ისტორია | ||||||
- | დაფუძნება | დაახლ. 1300(ტრადიციულად 1 აგვისტო 1291) | ||||
- | ვესტფალიის ზავი | 24 ოქტომბერი 1648 | ||||
- | რეფორმირება | 7 აგვისტო 1815 | ||||
- | ფედერაციად გარდაქმნა | 12 სექტემბერი 1848 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 41 285 კმ2 (132-ე) | ||||
- | წყალი (%) | 4.34 (2014) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | შეფასება | 8 570 146 (99-ე) | ||||
- | 2015 აღწერა | 8 327 126 | ||||
- | სიმჭიდროვე | 188 კაცი/კმ2 (65-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $584 მილიარდი[1] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $67,557[1] (მე-9) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $749 მილიარდი[1] (20-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $86,673[1] (მე-2) | ||||
ჯინი (2018) | 29.7[2] დაბალი · მე-19 |
|||||
აგი (2019) | 0.955[3] ძალიან მაღალი · მე-2 |
|||||
ვალუტა | შვეიცარიული ფრანკი (CHF ) |
|||||
სასაათო სარტყელი | CET (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | CEST (UTC+2) | ||||
თარიღის ფორმატი | დდ.თთთ.წწწწ (დღე, თვე, წელი) |
|||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +41 | |||||
მფარველი წმინდანი | ფლუს წმინდა ნიკოლოზი (St Nicholas of Flüe) | |||||
ISO 3166 კოდი | CH | |||||
ინტერნეტ-დომენი | .ch, .swiss |
შვეიცარიის კავშირი ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების გვიან პერიოდში, ავსტრიისა და ბურგუნდიის წინააღმდეგ წარმატებული სამხედრო სერიის შედეგად. საღვთო რომის იმპერიამ შვეიცარიის დამოუკიდებლობა ფორმალურად 1648 წელს, ვესტფალიის ზავით აღიარა. შვეიცარიის დაფუძნების დოკუმენტად ითვლება 1291 წლის ფედერალური ქარტია; აღნიშნული დღე შვეიცარიის ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული. XVI საუკუნის რეფორმირების შემდეგ, შვეიცარია ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის ძლიერ პოლიტიკას; 1815 წლიდან შვეიცარია საერთაშორისო ომებში არ იბრძვის, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 2002 წლამდე არ უერთდებოდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა აქტიურად აწარმოებს საგარეო მოლაპარაკებებს და ხშირად არის ჩართული მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად ორგანიზებულ ღონისძიებებში.[7] არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ჯვრის დაფუძნების ადგილი; აგრეთვე, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის (მაგალითად, ჟენევაში მდებარე გაეროს მეორე უდიდესი ოფისის) ადგილსამყოფელი. არის თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, მაგრამ არაა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: ევროპის კავშირი, ევროპის ეკონომიკური ტერიტორია, ევროზონა. თუმცა, იგი ორმხრივი ხელშეკრულებით, არის შენგენის ზონისა და ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი.