იემენი
From Wikipedia, the free encyclopedia
იემენი (არაბ. اليمن, ალ-იამან), ოფიციალურად იემენის რესპუბლიკა (არაბ. الجمهوريّة اليمنية, ალ-ჯუმჰურიიია ალ-იამანიიია) — სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით. არის ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. ესაზღვრება ომანსა და საუდის არაბეთს. ასევე აქვს გასავლელი წითელსა და არაბეთის ზღვებში. კონსტიტუციის მიხედვით იემენის დედაქალაქი სანაა, თუმცა რადგან ის 2015 წლის თებერვლიდან აჯანყებულების კონტროლის ქვეშაა დედაქალაქი დროებით საპორტო ქალაქ ადენშია გადატანილი. იემენის ტერიტორია 200-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთაგან უდიდესი სოკოტრაა.
იემენის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: الله، الوَطَن، الثَورة، الوَحدة (language?) "ღმერთი, ქვეყანა, რევოლუცია, ერთობა" |
||||||
ჰიმნი: არაბ. الجمهورية المتحدة "გაერთიანებული რესპუბლიკა" |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სანა 15.8° ჩ. გ. 47.9° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | აჰმედ ობეიდ ბინ დაღრი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 527 968 კმ2 (50) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 25 408 000[1] (48-ე) | ||||
- | 2004 აღწერა | 19 685 000[2] | ||||
- | სიმჭიდროვე | 44.7 კაცი/კმ2 (160-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||||
- | სულ | $73.445 მილიარდი[3] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2,521[3] | ||||
აგი (2013) | 0.498[4] (დაბალი) (160-ე) | |||||
ვალუტა | იემენის რიალი (YER ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
ქვეყნის კოდი | YEM | |||||
Internet TLD | .ye | |||||
სატელეფონო კოდი | 967 |
იემენი ისტორიული საბის სამეფოს ტერიტორიას წარმოადგენს,[5][6][7] რომელიც ათასწლეულების მანძილზე ვაჭრობის წყალობით ყვაოდა და სავარაუდოდ დღევანდელი ეთიოპიის და ერიტრეის ტერიტორიების ნაწილსაც მოიცავდა. 275 წელს საბის სამეფო მოექცა ებრაული ჰიმიარიტების სამეფოს გავლენის ქვეშ.[8] რეგიონში ქრისტიანობა IV საუკუნეში გავრცელდა, იმ დროისთვის დომინანტი რელიგიები იუდაიზმი და პაგანიზმი იყო. ისლამი სწრაფი ტემპით VII საუკუნიდან გავრცელდა და შემდგომში იემენის ძალები ისლამურ დაპყრობებში აქტიურად მონაწილეობდნენ.[9] IX-XVI საუკუნეებში იემენის მმართველობაში მრავალი დინასტია იცვლებოდა, მათგან ყველაზე ძლიერი რასულიდები იყვნენ. XX საუკუნის დაწაწყისში ქვეყანა ბრიტანეთის და ოსმალეთის იმპერიბს შორის გაიყო. I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ იემენში შეიქმნა ზაიდების იემენის მუთავაქილიური სამეფო, რომელიც 1962 წელს იემენის არაბულ რესპუბლიკად გადაკეთდა. სამხრეთი იემენი ბრიტანეთის შემადგენლობაში ადენის პროტექტორატის სახელით 1967 წლამდე რჩებოდა. ორი იემენი 1990 წელს გაერთიანდა.
იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება. კრიზისი საპროტესტო გამოსვლებით დაიწყო, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სურვილის - კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი გაეუქმებინა,[10] წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტი სალეჰი გადადგა და საპრეზიდენტო უფლებები გადაეცა ვიცე-პრეზიდენტ მანსურს, რომელიც 2012 წლის 21 თებერვალს ფორმალური ერთ-კანდიდატიანი არჩევნებით აირჩიეს. არჩევნებმა ჰუტისების, ისლაჰისტების და ალ-ქაიდას დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. 2014 წლის სექტემბერში ჰუტისებმა დედაქალაქ სანაზე კონტროლი დაამყარეს და თავი ქვეყნის მთავრობად გამოაცხადეს.[11][12][13] საპასუხოდ ქვეყანაში საუდის არაბეთის ძალები შეიჭრა, თუმცა მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდა.