ეთიოპია
From Wikipedia, the free encyclopedia
ეთიოპია (ეთიოპ. ኢትዮጵያ, ორომოს ენა — Itoophiyaa) — ადრე აგრეთვე ცნობილი როგორც აბისინია — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (ერიტრეის გამოყოფის შემდეგ 1993 წლის 24 მაისს) აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა (ამჰ. የኢትዮጵያ ፌዴራላዊ ዲሞክራሲያዊ ሪፐብሊክ, ორომოს ენა — Federaalawaa Dimokraatawaa Repabliikii Itoophiyaa). 109 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით 2018 წლის მონაცემებით, ეთიოპია ნიგერიის შემდეგ აფრიკაში მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით,[2] ხოლო ფართობით (1 104 300 კმ²) მეათე. დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერიტრეა ჩრდილოეთიდან, სუდანი და სამხრეთი სუდანი დასავლეთიდან, ჯიბუტი და სომალი აღმოსავლეთიდან და კენია სამხრეთიდან.
ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: ወደፊት ገስግሺ፣ ውድ እናት ኢትዮጵያ წინ იარე, დედა ეთიოპია |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ადის-აბება 9°01′ ჩ. გ. 38°44′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ამჰარული | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | საჰლე-ვორკ ზევდე | ||||
- | პრ.-მინისტრი | აბი აჰმედი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 104 300 კმ2 (28-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2018 აღწერა | 109 224 414 | ||||
- | სიმჭიდროვე | 92.7 კაცი/კმ2 (123-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2019 შეფასებით | |||||
- | სულ | $103.607 მილიარდი[1] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1,066 | ||||
აგი (2018) | 0.470 (დაბალი) (173) | |||||
ვალუტა | ეთიოპური ბირი (ETB ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | ETH | |||||
Internet TLD | .et | |||||
სატელეფონო კოდი | 251 |
ეთიოპია — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა მსოფლიოში.
ეთიოპია — სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უძველესი წევრია: ის იყო ერთა ლიგის წევრი და გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი წევრი. ეთიოპია ასევე აფრიკის კავშირის წევრი-დამაარსებელია, შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში. მისი დედაქალაქი ადისა აბაბა ემსახურება აფრიკის კავშირის, პან – აფრიკული სავაჭრო და სამრეწველო პალატის, გაეროს აფრიკის ეკონომიკური კომისიის, აფრიკის სარეზერვო ძალებისა და გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ ოფისებს. 1970-80-იან წლებში ეთიოპიამ განიცადა სამოქალაქო კონფლიქტები და კომუნისტური წმენდა, რამაც შეაფერხა მისი ეკონომიკა. მას შემდეგ ქვეყანამ შეძლო ძალების აღდგენა და 2010 წლის მდგომარეობით ყველაზე დიდი ეკონომიკა (მშპ-ს მიხედვით) აქვს აღმოსავლეთ აფრიკაში, ასევე რეგიონში ყველაზე მეტი მოსახლეობა ჰყავს. [3][4][5] მიუხედავად ამ გაუმჯობესებისა, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. სიღარიბის გარდა, ეთიოპია ემუქრება შიმშილი, კორუფცია, სუსტი ინფრასტრუქტურა და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობა და ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობით (გაუნათლებლობის მაჩვენებელი 51%), [6]რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებლით.
ეთიოპია — ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კოლონია.