ვენესუელა
ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ვენესუელა, ოფიციალურად — ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა (ესპ. República Bolivariana de Venezuela) — სამხრეთი ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ტროპიკული ქვეყანა. დასავლეთით ესაზღვრება კოლუმბია, აღმოსავლეთით — გაიანა და სამხრეთით — ბრაზილია. მისი ჩრდილოეთი სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 2 800 კილომეტრია და მოიცავს მრავალ კუნძულს კარიბის ზღვაში, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანეს. ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს კარიბის კუნძულები, ისეთები, როგორებიცაა ტრინიდადი და ტობაგო, გრენადა, კიურასაო, ბონაირე, არუბა და ლევარდის კუნძულები. ვენესუელის ტერიტორია მოიცავს 916 445 კმ²-ს. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 29 105 632 ადამიანს. ვენესუელა გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. მისი ბიოტოპი მოიცავს აღმოსავლეთით ანდებს ხოლო სამხრეთით ამაზონის ტროპიკულ ტყეებს.
ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა República Bolivariana de Venezuela ვენესუელა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Dios y Federación | ||||||
ჰიმნი: Gloria al Bravo Pueblo |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კარაკასი 10°30′ ჩ. გ. 66°58′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | ნიკოლას მადურო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 916 445 კმ2 (33-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.32 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 29 105 632 (მე-40) | ||||
- | 2001 აღწერა | 23 054 210 | ||||
- | სიმჭიდროვე | 30,2 კაცი/კმ2 (173-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2010 შეფასებით | |||||
- | სულ | $346.973 მილიარდი[1] (30-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $11 889[1] (63-ე) | ||||
აგი (2010) | 0.792 (მაღალი) (75-ე) | |||||
ვალუტა | ვენესუელის ბოლივარი (VEF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | VEN | |||||
Internet TLD | .ve | |||||
სატელეფონო კოდი | 58 |
ესპანეთის მიერ ვენესუელის კოლონიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ 1522 წელს დასრულდა. იგი იყო ესპანეთის პირველი ამერიკული კოლონია რომელმაც 1811 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა (ვენესუელის პირველი რესპუბლიკა), თუმცა ვერ მოახერხა დამოუკიდებლობის გამყარება 1821 წლამდე, როდესაც ის გახდა დიდი კოლუმბიის ფედერაციის ნაწილი. საბოლოო დამოუკიდებლობა მოიპოვა 1830 წელს. XIX საუკუნეში ვენესუელა განიცდიდა პოლიტიკურ პრობლემებს და მოქცეული იყო დიქტატურის ქვეშ. XX საუკუნეში ვენესუელაში ბატონობდა სამხედრო მმართველობა. პირველი დემოკრატიული მმართველობა განხორციელდა 1945-1948 წლებში, ხოლო შემდგომ რამდენიმე დიქტატორული რეჟიმის შემდეგ 1958 წლიდან. 1980-1990 წლების ეკონომიკურ კრიზისს თან მოყვა პოლიტიკური კრიზისიც. ამის შედეგი იყო 1998 წლის არჩევნების ჩავარდნა და უგო ჩავესის მიერ ვენესუელის რევოლუციის ჩამოყალიბება. რომელიც 1999 წლის საკონსტიტუციო ყრილობით და ახალი კონსტიტუციის მიღებით დაიწყო.