ამერიკული საშინელებათა ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული საშინელებათა ისტორია (ინგლ. American Horror Story) — ამერიკული ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნილია რაიან მერფისა და ბრედ ფელჩაკის მიერ. სერიალის ანთოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული სეზონი წარმოადგენს მინისერიალებს სხვადასხვა ისტორიებითა და პერსონაჟებით, თითოეული სეზონის სცენარს გააჩნია საკუთარი დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. სცენარის ზოგიერთი დეტალი ეფუძნება ნამდვილ ისტორიებს.[2][3][4]
ამერიკული საშინელებათა ისტორია | |
---|---|
ჟანრი |
|
ავტორი | |
სცენარი | |
მონაწილეობენ |
|
თემის კომპოზიტორი |
|
კომპოზიტორ(ებ)ი |
|
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 6 |
ეპიზოდი | 73 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
მონტაჟი |
|
ადგილ(ებ)ი |
|
ხანგრძლივობა | 37–73 წუთი |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | 20th Television |
ჩვენების ფორმატი |
480i (SDTV), 1080i (HDTV) |
ეთერში | 5 ოქტომბერი, 2011 (2011-10-05) — დღემდე |
ქრონოლოგია | |
შემდეგი | ამერიკული კრიმინალური ისტორია |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
პირველი სეზონში, სახელწოდებით მკვლელი სახლი, სიუჟეტი მიმდინარეობს 2011 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. მის ცენტრში არის ოჯახი, რომელიც საცხოვრებლად გადავიდა ახალ სახლში, რომელიც შეპყრობილი აქვს სახლის წინა მფლობელების და მათი მსხვერპლების მოჩვენებებს. მეორე სეზონში, სახელწოდებით ფსიქიატრიული კლინიკა, სიუჟეტი ვითარდება 1964 წელს მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ბრაირკლიფის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც გადმოცემულია კლინიკის პერსონალის და პაციენტების ისტორიები, როგორც აწმყოდან, ისე წარსულიდან. მესამე სეზონში, სახელწოდებით ალქაჯთა კრება, სიუჟეტი ვითარდება 2013 წელს ახალ ორლეანში, სადაც გადმოცემულია უკანასკნელი სალემის ალქაჯთა კრების ბრძოლა გადარჩენისათვის. მეოთხე სეზონში, სახელწოდებით მახინჯების შოუ, სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ისტორია. მეხუთე სეზონში, სახელწოდებით სასტუმრო, სიუჟეტი ვითარდება ლოს-ანჯელესში მდებარე იდუმალებით მოცულ სასტუმროს მომუშავე პერსონალისა და მისი სტუმრების გარშემო. მეექვსე სეზონში, სახელწოდებით როანოკი, სიუჟეტი ვითარდება 2016 წელს როანიკის კუნძულზე და მის ცენტრშია ერთ-ერთ ფერმაში მიმდინარე პარანორმალური მოვლენები.
ერთადერთი მსახიობები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სერიალის ყველა სეზონში, არიან: ივან პიტერსი, სარა პოლსონი და ლილი რეიბი, მათგან მხოლოდ პიტერსმა შეასრულა მთავარი როლი ყველა სეზონში.
სერიალის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 5 ოქტომბერს საკაბელო სატელევიზიო არხზე FX. 2015 წლის 10 ნოემბერს დაანონსდა სერიალის მეექვსე სეზონი, რომლის პრემიერაც სერიალის ისტორიაში პირველად ოქტომბრის ნაცვლად შედგა 2016 წლის 14 სექტემბერს. 2016 წლის 4 ოქტომბერს დაანონსდა სერიალის მეშვიდე სეზონი, სახელწოდებით კულტი, რომლის პრემიერაც შედგა 2017 წლის 5 სექტემბერს. 2017 წლის 12 იანვარს დაანონსდა სერილის მერვე და მეცხრე სეზონების გადაღება.
მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ სეზონებში მრავლადაა მრავალფეროვნება, ამერიკულმა საშინელებათა ისტორიამ სატელევიზიო კრიტიკოსებისაგან მიიღო დადებითი შეფასება, მათ ხაზი გაუსვეს მსახიობების შესრულებას — განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება დაიმსახურა ჯესიკა ლანგმა, რომელმაც მიიღო ორი ემის ჯილდო, ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო სერიალში შესრულებული როლებისთვის. დამატებით, კეთი ბეიტსმა და ლედი გაგამ მიიღეს ემის და ოქროს გლობუსის ჯილდო, შესაბამისად, მათი შესრულებული როლებისთვის. სერიალი ტელეკომპანია FX-ის ეთერში სარგებლობს მაღალი რეიტინგით, მისი პირველი სეზონი 2011 წელს დასახელდა ყველაზე რეიტინგულ ახალ საკაბელო სერიალად.