ანთოლოგიური სერიალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანთოლოგიური სერიალი — რადიო- ან სატელევიზიო სერიალი, ფილმების სერია, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ისტორიებს, პერსონაჟებს და განსხვავებულ გარემოებებს თითოეულ სერიაში, სეზონში, სეგმენტში ან მონაკვეთში.[1] ჩვეულებრივ, თითოეულ სერიაში სხვადასხვა სამსახიობო დასია წარმოდგენილი, მაგრამ რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მაგალითად Four Star Playhouse-ში, მუშაობდა მსახიობების მუდმივი დასი, რომლებიც ყოველ კვირას განსხვავებულ დრამას აჩვენებდნენ.[2] ზოგიერთი ანთოლოგიური სერიალი, მაგალითად Studio One, რომელიც დაიწყო რადიოში, შემდეგ გაფართოვდა და ტელევიზიით იქნა ნაჩვენები. ქართველი მაყურებლებისთვის, საკმაოდ ცნობილი უცხოური ანთოლოგიური სერიალია „ამერიკული საშინელებათა ისტორია“.