ამერიკული საშინელებათა ისტორია: როანოკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული საშინელებათა ისტორია: როანოკი (ინგლ. American Horror Story: Roanoke) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეექვსე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2016 წლის 14 სექტემბერს და დასრულდა იმავე წლის 16 ნოემბერს. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც სერიალის პრემიერა ოქტომრის ნაცვლად გაიმართა სექტემბერში.
მონაწილეობენ |
|
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 10 |
ორიგინალური არხი | FX |
ეთერში | 14 სექტემბერი, 2016 (2016-09-14) – 16 ნოემბერი, 2016 (2016-11-16) |
ეპიზოდების სია |
მის პრემიერამდე სრიალის შემქნელმა რაიან მერფიმ განაცხადა რომ მეექვსე სეზონი იქნებოდა „უფრო გაიძვერული“ და „მუქი“, ვიდრე მისი წინა სეზონი სასტუმრო. ინფორმაცია სეზონის სახელის, თემის და მისი მსახიობების შესახებ ინახებოდა საიდუმლოდ სანამ არ შედგა მისი პირველი ეპიზოდის პრემიერა. სერიალის ისტორიაში იგი გახდა პირველი სეზონი რომლის ქვესათაური არ იქნა დაანონსებული პრემიერამდე. ტელეკომპანია FX-მა პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო სერიალის სარეკლამო პოსტერების და ვიდეო რგოლების გამოქვეყნება რომლებიც სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მათგან მხოლოდ ერთი იყო კავშირში სერიალის თემასთან. მიუხედავად ამისა გამოქვეყნებული პოსტერებიდან მაინც გახდა ცნობილი რომ სერიალი იქნებოდა 1590-იანი წლების გაუჩინარებული როანოკის კოლონიის შესახებ. პირველი ეპიზოდის პრემიერის შემდგომ გახდა ცნობილი რომ სეზონში გაერთიანებულია პარანორმალური დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით — ჩემი როანოკის კოშმარი რომელიც აღწერს ჩრდილოეთი კაროლინაში მცხოვრები ოჯახის ისტორიას.
მეექვსე სეზონში წინა სეზონებიდან მონაწილეობა მიიღეს: ივან პიტერსი, სარა პოლსონი, ლილი რეიბი, დენის ოჰარე, კეთი ბეიტსი, ფრენსის კონროი, ანჯელა ბასეტი, უეს ბენტლი, ფინ ვიტროკი, ლედი გაგა, შეიენ ჯექსონი, ლესლი ჯორდანი, ადინა პორტერი, რობინ ვაიგერტი და ტაისა ფარმიგა. სერიალს ასევე დაემატა ორი ახალი მსახიობი კუბა გუდინგ უმცროსი და ანდრე ჰოლანდი. მეორე სეზონიდან ფსიქიატრიული კლინიკა დაბრუნდა პოლსონის პერსონაჟი ლანა უინტერსი. მეექვსე სეზონმა კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება.