HIMARS
From Wikipedia, the free encyclopedia
M142 HIMARS (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System, „მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე.
M142 HIMARS (მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა) ინგლ. High Mobility Artillery Rocket System | |
---|---|
[[ფაილი:|300პქ]] M142 HIMARS უაით სენდზის პოლიგონზე, 2005 წლის იანვარი | |
ტიპი |
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გამშვები |
წარმომავლობის ქვეყანა | აშშ |
სამსახურის ისტორია | |
ომები და კონფლიქტები |
ავღანეთის ომი სირიის სამოქალაქო ომი[1] ერაყის სამოქალაქო ომი[2] |
წარმოების ისტორია | |
მწარმოებელი | Lockheed Martin Missiles and Fire Control |
ეგზემპლარის ღირებულება | $5.1 მილიონი (გამშვებისა და საჭირო საბრძოლო მასალის ღირებულება) (2014)[3] (უდრის $5.6 მილიონს 2020 წელს) |
რაოდენობა | 414 |
მახასიათებლები | |
წონა | 16,250 კგ[4] |
სიგრძე | 7 მ |
სიგანე | 2.4 მ |
სიმაღლე | 3.2 მ |
გათვლა / ჯგუფეული | 3 |
| |
კალიბრი |
227 მმ 610 მმ (ATACMS) |
ჰორიზონტალური კუთხე | 360 |
მაქსიმალური მანძილი |
M26: 32 კმ M26A1/A2: 45 კმ M30/31: 70 კმ MGM-140 ATACMS: 300 კმ[5] PrSM (ზუსტი მოხვედრების რაკეტა): 500 კმ [6] |
| |
ჯავშანი | მსუბუქი |
მოქმედების დიაპაზონი |
480 კმ |
მაქსიმალური სიჩქარე | 85 კმ/სთ |
HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია. მიუხედავად ამისა, M270-ის სტანდარტული ორი პაკეტისგან განსხვავებით, HIMARS-ის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი პაკეტია.
გამშვების ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.[7] შასის თავდაპირველად BAE Systems Mobility & Protection Systems აწარმოებდა (ყოფილი Armor Holdings, Inc.), რომელიც M1140 სატვირთო მანქანების თავდაპირველი მწარმოებელი იყო. 2010 წლიდან შასის წარმოება Oshkosh Corporation-მა დაიწყო, რაც 2017 წლამდე გრძელდებოდა.[8] ამჟამად შასიც და გამშვებიც Lockheed Martin-ის სარაკეტო და ცეცხლის მართვის სისტემების საწარმოში, არკანზასის შტატის ქალაქ კემდენში იქმნება.[9]