ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ზცრს) — სარაკეტო არტილერიის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც აერთიანებს გამშვებ დანადგარს, რეაქტიულ ჭურვებს (რაკეტები, რეაქტიული სიღრმული ბომბები) ასევე დამხმარე საშუალებებს დამტენი-მომარაგების მანქანის და სხვა საარტილერიო დანადგარების სახით.
ზცრს-ებს ფლობს მრავალი ქვეყნის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების და სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღება.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია: მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.
ჭურვებში რეაქტიული ძრავის გამოყენების შედეგად გასროლისას უკუცემა თითქმის გამოირიცხება, რაც საშუალებას აძლევს გამშვები პაკეტი დამონტაჟდეს თვითმავალსა (ბორბლიან, მუხლუხებიან) და ბუქსირებად შასიზე, თვითმფრინავებზე, ვერტმფრენებსა და გემებებზე.
თანამედროვე ზცრს-ებზე მონტაჟდება 4-50-მდე რეაქტიული ჭურვი, რაც უზრუნველყოფს დიდ ფართობზე მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას. ზალპური სისტემის ერთ-ერთ დიდ ნაკლად მიიჩნევა მისი სიზუსტე. ამ პრობლემის აღმოსაფრქვევად ჭურვებში მონტაჟდება ფრენის კონტროლის სისტემა, რომელიც ფრენისას ჭურვის კოორდინატებს კორექტირებას უკეთებს.