მერკური
From Wikipedia, the free encyclopedia
მერკური (სიმბოლო: ☿) — მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა. ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე ექსცენტრიულია მთელ რვა პლანეტას შორის. მისი ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება (დედამიწის დღე). როდესაც ორჯერ დაასრულებს ორბიტალურ პერიოდს, მერკური ღერძის გარშემო ორჯერ შემობრუნდება. პლანეტას რომაული ღმერთის - მერკურის სახელწოდება აქვს. მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერკური (მრავალმნიშვნელოვანი). |
მერკური | ||||
---|---|---|---|---|
ზონდ „მესენჯერიდან“ გადაღებული მერკურის სურათი (მრავალი ფოტოსგან შემდგარი) | ||||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ეპოქა: J2000.0 | ||||
აფელიუმი |
69 816 927 კმ 0,46669733 ა. ე. | |||
პერიჰელიუმი |
46 001 210 კმ 0,30749909 ა. ე. | |||
დიდი ნახევარღერძი (a) |
57 909 068 კმ 0,38709821 ა. ე. | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0,20530294 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი | 87,969 დღე[1] | |||
გარშემოვლის სინოდური პერიოდი | 115,88 დღე | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 47,87 კმ/წმ | |||
საშუალო ანომალია () | 174,795884° | |||
დახრილობა (i) |
7,00° ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 3,38° მზის ეკვატორის მიმართ | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () |
48,330541° | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 29,124279° | |||
ფიზიკური მახასიათებლები[2] | ||||
შეზნექვა | < 0,0006 | |||
ეკვატორული რადიუსი | 2439,7 კმ | |||
საშუალო რადიუსი | 2439,7 ± 1,0 კმ | |||
დიდი წრის გარშემოწერილობა | 15 329,1 კმ | |||
ზედაპირის ფართობი (S) |
7,48×107 კმ² 0,147 დედამიწისეული | |||
მოცულობა (V) |
6,08272×1010 კმ³ 0,056 დედამიწისეული | |||
მასა (m) |
3,33022×1023 კგ 0,055274 დედამიწისეული[3] | |||
საშუალო სიმკვრივე () |
5,427 გრ/სმ³ 0,984 დედამიწისეული | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) |
3,7 მ/წმ² 0,377 g | |||
მეორე კოსმოსური სიჩქარე () | 4,25 კმ/წმ | |||
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე | 10,892 კმ/სთ | |||
ბრუნვის პერიოდი (T) | 58,646 დღე (1407,5 საათი) | |||
ღერძის დახრილობა | 0,01° | |||
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () |
18 სთ 44 წთ 2 წმ 281,01° | |||
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () | 61,45° | |||
ალბედო |
0,119 (ბონდი) 0,106 (გეომ. ალბედო) | |||
ტემპერატურა | ||||
| ||||
0°N, 0°W |
| |||
85°N, 0°W |
| |||
ატმოსფერო | ||||
ატმოსფერული წნევა | ~10−15;ბარი | |||
42,0 % ჟანგბადი 29,0 % ნატრიუმი 22,0 % წყალბადი 6,0 % ჰელიუმი 0,5 % კალიუმი 0,5 % დანარჩენი (წყალი, აზოტი, ქსენონი, კრიპტონი, ნეონი, კალციუმი, მაგნიუმი)[1][3] |
მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15 °C და დღისით 426.85 °C. მერკურის ღერძი ყველა პლანეტის ღერძზე დახრილია, მაგრამ მისი ორბიტალური ექსცენტრისიტეტი უდიდესია. პლანეტაზე სეზონის ცვალებადობა უფრო დამოკიდებულია მისი მზიდან დაშორებაზე, ვიდრე პლანეტის ღერძის დახრილობაზე, რომელიც დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე სეზონის ცვალებადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. როდესაც მერკური პერიჰელიუმში იმყოფება, ის მზისგან 2-ჯერ მეტ სითბოს იღებს, ვიდრე აფელიუმში ყოფნისას. რადგანაც პლანეტის სეზონები დამოკიდებულია ორბიტალურ ექსცენტისიტეტზე და არა ღერძული დახრილობაზე, სეზონები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არც ერთ ნახევარსფეროზე, ანუ პლანეტის ყველა წერტილში ერთი სეზონია.
მერკური და ვენერა დედამიწის ცაზე შესაძლებელია გამოჩნდნენ, როგორც დილის, ასევ საღამოს ვარსკვლავი (რადგან ისინი უფრო ახლოს არიან მზესთან, ვიდრე დედამიწა), თუმცა, ცაზე მერკურის მზესთან მიახლოება მის დანახვას უფრო რთულს ხდის, ვიდრე ვენერასია.