ასტრონომიული ერთეული
From Wikipedia, the free encyclopedia
ასტრონომიული ერთეული (აღნიშვნა: ა. ე., au/ua) — ასტრონომიაში მანძილის საზომი ერთეული, რომელიც ტოლია 149 597 870,610 (149,6 მლნ) კილომეტრს. ასტრონომიული ერთეული მიახლოვებით ტოლია მანძილისა დედამიწასა და მზეს შორის. ზუსტად რომ ვთქვათ ასტრონომიული ერთეული უდრის წრიული ორბიტის რადიუსს, რომლის ბრუნის პერიოდია, რომ გამოვრიცხოთ მზის სისტემის ყველა სხეული, ზუსტად უდრიდეს დედამიწის ბრუნის პერიოდს. დედამიწის დიდი ნახევარღერძი ტოლია 1,000000036406 ა. ე.
ძირითადად გამოიყენება მზის სისტემის ობიექტების მანძილის გაზომვისათვის, არა მზის სისტემის, და აგრეთვე ორმაგი ვარსკლავების კომპონენტებს შორის.