ბჰუტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბჰუტანი (ძონგკხა: འབྲུག་ཡུལ་) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აზიაში. სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ბჰუტანელები საკუთარ სახელმწიფოს უწოდებენ დრუკ იული (འབྲུག་ཡུལ་), რაც „ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას“ ნიშნავს. ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა. 1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ. ბჰუტანის მოსახლეობა 2012 წლის მიხედვით 742 737[2] ათასი კაცია. ქვეყნის ტერიტორია ჩინეთთან საზღვრის დემარკაციის შემდეგ 47 000 კვ. კმ-დან 38 394 კვ. კმ-მდე შემცირდა.
ბჰუტანის სამეფო ྲུག་ཡུལ, Druk Yul ბჰუტანი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: დრუკ ცენძენი მგრგვინავი დრაკონის სამეფო |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | თიმფუ 27°28′ ჩ. გ. 89°38′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა, ძონგკხა | |||||
მთავრობა | მონარქია | |||||
- | მეფე | ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი | ||||
- | პრემიერ მინისტრი | ლოტაი ცერინგი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 38,394 კმ2 (133-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2018 შეფასებით | 754,388 (165) | ||||
- | 2017 აღწერა | 727,145[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 19.3/კმ² კაცი/კმ2 (162) | ||||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასებით | |||||
- | სულ | $7.701 მილიარდი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9,426 | ||||
აგი (2019) | 0.654 (საშუალო) (129-ე) | |||||
ვალუტა | ნგულტრუმი (BTN ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+06:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BTN | |||||
Internet TLD | .bt | |||||
სატელეფონო კოდი | 975 |