ბჰუტანის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბჰუტანის ეროვნული დროშა (ძონგკხა: ཧྥ་རན་ས་ཀྱི་དར་ཆ་; ვაილი: hpha-ran-sa-kyi dar-cho) — ბჰუტანის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. დროშა დაფუძნებულია დრუკპა კანგიუსა და ტიბეტურ ბუდიზმზე. მასზე გამოსახულია ბჰუტანური მითოლოგიიან დრაკონი - დრუკი. დროშის ორიგინალური დიზაინი სათავეს იღებს 1947 წლიდან. მისი ვერსია წარმოდგენილი იყო 1949 წელს ინდო-ბჰუტანილი ხელშეკრულების მოწერის დროს. მეორე ვერსია შემუშავდა 1956 წელს, ბჰუტანის მეფის - ჯიგმე დორჯი ვანგჩუკის აღმოსავლეთ ბჰუტანში ვიზიტისთვის. ის იყო 1949 წლის ვერსიის მიხედვით გაკეთებული და არსებული მწვანე დრაკონი ჩაანაცვლეს თეთრით. შემდგომი ცვლილება განორციელდა 1969 წელს როდესაც წითელი ფონი ჩაანაცვლა არსებულმა ფორთოხლისფერმა. 1972 წელს ბჰუტანის ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი ფროშის ცვლილებასთან დაკავშირებით და მოახდინა მისი ფორმალიზება.