ბჰუტანის მეფე
From Wikipedia, the free encyclopedia
დრუკ გიალპო (ძონგკხა: འབྲུག་རྒྱལ་པོ་; ვაილი: 'brug rgyal-po; "დრუკის მეფე") — ბჰუტანის სახელმწიფოს მეთაური.[1] ბჰუტანის დღევანდელი მმართველი არის მისი უდიდებულესობა ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი, რომელიც არის მეხუთე დრუკ გიალპო.[2] ის არის ბჰუტანის მეფის გვირგვინის მატარებელი, რომელიც არის ბჰუტანის ოფიციალრი გვირგვინი. მისი ოფიციალური წოდებაა "მისი უდიდებულესობა", ხოლო მიართვის ფორმა "თქვენო უდიდებულესობავ".[3][4]
ბჰუტანის დღევანდელი მეფე ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი არის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მონარქებს შორის მეორე.[5] ის ტახტზე ავიდა 2008 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც მამამისი ჯიგმე სინგე ვანგჩუკი მის სასარგებლოდ გადადგა.[2]