ბულგარეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალურად ბულგარეთის რესპუბლიკა (ბულგ. Република България) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.
ბულგარეთის რესპუბლიკა Република България ბულგარეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Съединението прави силата“ ძალა ერთობაშია |
||||||
ჰიმნი: Мила Родино |
||||||
ბულგარეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | სოფია 42°41′ ჩ. გ. 23°19′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ბულგარული | |||||
ოფიციალური დამწერლობა | კირილიცა | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011[1]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ბულგარელი | |||||
ლიდერები | ||||||
- | პრეზიდენტი | რუმენ რადევი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ბოიკო ბორისოვი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ეროვნული ასამბლეა | |||||
ფორმირება | ||||||
- | შუა საუკუნეების სახელმწიფოები: | |||||
- | ბულგარეთის პირველი იმპერია | 681-1018 | ||||
- | ბულგარეთის მეორე იმპერია | 1185-1396 | ||||
- | თანამედროვე სახელმწიფო: | |||||
- | ბულგარეთის სამთავრო | 13 ივლისი, 1878 | ||||
- | დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან | 5 ოქტომბერი, 1908 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 110 994 კმ2 (105-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 აღწერა | 7 364 570[2] (98-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 66,2 კაცი/კმ2 (139-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2013 შეფასება | |||||
- | სულ | $144 598 მილიონი[3] (76-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $20 327[3] (62-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2016 შეფასება | |||||
- | სულ | $52 418 მილიარდი[3] (81-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $7369[3] (75-ე) | ||||
ჯინი (2015) | 35.1[4] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.777[5] მაღალი · 58-ე |
|||||
ვალუტა | ლევი (BGN ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +359 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .bg |
ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110 994 კვადრატული კილომეტრს და ამ მაჩვენებლით მას ევროპაში მე-16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპების მთათა სისტემა. ბულგარეთშია ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთის მასივი რილა, ასევე ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ, დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კმ-ს შეადგენს.
ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობისა და ჩამოყალიბების პროცესი ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).[6] საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.
რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა განაპირობა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.[7]
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი კომუნისტური სახელმწიფო გახდა და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.
ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.