1989 წლის რევოლუციები
From Wikipedia, the free encyclopedia
1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში ბევრი ცვლილება მოხდა, რომლებიც 1989 წლის რევოლუციების სახელითაა ცნობილი. რევოლუციებმა გამოიწვია კომუნისტური მმართველობის დასრულება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ამ პერიოდს ხშირად უწოდებენ კომუნიზმის დაცემას,[1] ერების დაცემას, ან ერების გაზაფხულს.[2][3][4][5][6]
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|1989 წლის რევოლუციები}} |
სრულმასშტაბიანი რევოლუციური მოვლენები დაიწყო პოლონეთში 1989 წელს[7] და გაგრძელდა უნგრეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიასა და რუმინეთში. ამ მოვლენების უმთავრესი მიზანი იყო ერთპარტიული მმართველობის შეწყვეტა.[8] რუმინეთი ერთადერთი აღმოსავლური ბლოკის ქვეყანა იყო, რომლის მოქალაქეებმა ძალადობით დაამხეს კომუნიზმი.[9] ტიანანმენის მოედანზე (1989 წლის აპრილი – ივნისი) პროტესტანტებმა ვერ მოახერხეს ჩინეთის ძირითადი პოლიტიკური ცვლილებების სტიმულირება, მაგრამ ამ პროტესტის დროს წინააღმდეგობის გაბედულმა სცენებმამა ხელი შეუწყო მოვლენებს განვითარებას დედამიწის სხვა ნაწილებში. 1989 წლის 4 ივნისს პროფკავშირულმა სოლიდარობამ დიდი გამარჯვება მოიპოვა პოლონეთში ნაწილობრივ თავისუფალ არჩევნებში, რამაც განაპირობა ამ ქვეყანაში კომუნიზმის მშვიდობიანი დაცემა 1989 წლის ზაფხულში.
1989 წლის 19 აგვისტოს, ავსტრიასა და უნგრეთს შორის სასაზღვრო კარიბჭე გაიხსნა. აღმოსავლეთ გერმანია და აღმოსავლეთ ბლოკი დაშლილი იყო. აღმოსავლეთ ევროპის მმართველების არათანმიმდევრული მოქმედების გამო, აღმოსავლეთ ბლოკი დაიშალა. აღმოსავლეთ ბლოკის ახლა უკვე ინფორმირებულმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ რკინის ფარდა აღარ იყო ისეთივე სქელი და მჭიდრო. ხელისუფლების ძალაუფლება სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ამან გამოიწვია მასობრივი დემონსტრაციები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლაიფციგი და შემდგომში 1989 წლის ნოემბერში - ბერლინის კედლის დაშლა, რომელიც 1990 წელს გერმანიის გაერთიანების სიმბოლო იყო.
საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წლის დეკემბერში, რის შედეგადაც თერთმეტი ახალი ქვეყანა (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი) გამოცხადდა, რომლებმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ბალტიის ქვეყნებმა (ესტონეთი, ლატვია და ლიტვა) კი აღადგინეს თავიანთი დამოუკიდებლობა 1991 წლის სექტემბრამდე. საბჭოთა კავშირის დანარჩენმა ნაწილმა, რომელიც ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი იყო, გააგრძელა არსებობა რუსეთის ფედერაციის დაარსებით, 1991 წლის დეკემბერში. ალბანეთმა და იუგოსლავიამ მიატოვეს კომუნიზმი 1990 წლიდან-1992 წლამდე. 1992 წლისთვის იუგოსლავია დაიყო ხუთი ერთეულად. კერძოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, სლოვენია და იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა. საბოლოოდ, 2006 წელს გაიყო ორ სახელმწიფოდ, სერბეთად და ჩერნოგორიად. შემდეგ სერბეთი კვლავ გაიყო 2008 წელს კოსოვოს სახელმწიფოს დაშლის შედეგად. ჩეხოსლოვაკია დაიშალა კომუნისტური მმართველობის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ და 1992 წელს მშვიდობიანად გაიყო ჩეხეთად და სლოვაკეთად. ამ მოვლენების გავლენა იგრძნობა ბევრ სოციალისტურ ქვეყანაში. კომუნიზმი დაემხო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კამბოჯა (1991), ეთიოპია (1990), მონღოლეთი (1996) და სამხრეთ იემენი (1990).
საბაზრო ეკონომიკის სხვადასხვა ფორმის მიღების დროს, ყველა კომუნისტურ ქვეყნაში ცხოვრების დონის ზოგადი ვარდნა დაფიქსირდა. პოლიტიკური რეფორმები მრავალფეროვანი იყო, მაგრამ კომუნისტურ პარტიებს მხოლოდ ოთხ ქვეყანაში შეეძლოთ, შეენარჩუნებინათ ძალაუფლების მონოპოლია. ეს ოთხი ქვეყანა იყო ჩინეთი, კუბა, ლაოსი და ვიეტნამი. დასავლეთის ბევრმა კომუნისტურმა და სოციალისტურმა ორგანიზაციამ თავისი სახელმძღვანელო პრინციპები დაამყარა სოციალურ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სოციალიზმზე. კომუნისტური პარტიები იტალიასა და სან-მარინოში დაზარალდნენ. იტალიის პოლიტიკური კლასის რეფორმაცია მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში. ევროპული პოლიტიკური ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა, აღმოსავლეთ ბლოკის რამდენიმე ყოფილი ქვეყანა გაწევრიანდა ნატოსა და ევროკავშირში, რის შედეგადაც გაძლიერდა ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებთან.