სოფია
From Wikipedia, the free encyclopedia
სოფია (ბულგ. София) — ბულგარეთის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ვიტოშას მთის მასივის ძირში, ბალკანეთის ცენტრალურ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 267 912 ადამიანს შეადგენს. ყველაზე ახლოს მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან, შავ ზღვასა და ადრიატიკის ზღვასთან შედარებით.[1][2]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სოფია София | |||||
| |||||
ქვეყანა | ბულგარეთი | ||||
შიდა დაყოფა | Krasna Polyana District, Mladost District, Lyulin District, Nadezhda District, Krasno Selo District, Lozenets District, Izgrev District, Ilinden District, Vazrazhdane District, Oborishte District, Slatina District, Sredets District, Studentski District, Poduyane District და Triaditsa District | ||||
კოორდინატები | 42°42′00″ ჩ. გ. 23°20′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ბოიკო ბორისოვი | ||||
ფართობი | 1 349 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 550 მ | ||||
მოსახლეობა | 1 262 602 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 1 030 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | (+359) 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1000 | ||||
საავტომობილო კოდი | C, CA | ||||
ოფიციალური საიტი | sofia.bg | ||||
სოფია სიდიდით მე-13 ქალაქია ევროკავშირში. ის გარშემორტყმულია მთებით, რაც მას მადრიდის შემდეგ მეორე ყველაზე მაღლა მდებარე ევროპულ დედაქალაქად აქცევს. ქალაქი აშენდა მდინარე ისკირზე და აქ არის მრავალი მინერალური წყარო, მაგალითად, სოფიის ცენტრალური მინერალური აბანოები. რეგიონში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. როგორც ბულგარეთის პრიორიტეტული ქალაქი, სოფია არის მრავალი ადგილობრივი უნივერსიტეტის, კულტურული ინსტიტუტისა და კომერციული კომპანიის სახლი.[3]
სოფია სტარტაპების რაოდენობით შევიდა საუკეთესო ათეულში, ძირითადად სტარტაპები იყო ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე.[4] 2013 წელს სოფია იყო ქალაქი, რომელსაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი ეწვია.[5] 1979 წელს სოფიაში არსებული ბოიანის ეკლესია შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
სოფიის მოსახლეობამ შემცირება დაიწყო XVIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც მისი მოსახლეობა 70 000-ს შეადგენდა. 1870 წელს 19 000-დან კიდევ უფრო იკლებდა, 1878 წელს კი 11 649-მდე ჩამოვიდა, რის შემდეგაც დაიწყო მოსახლეობის ზრდა.[6] სოფიის 1,2 მილიონი[7] მაცხოვრებელი 492 კილომეტრ კვადრატზე ცხოვრობს.[8] ქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 17,9% ცხოვრობს.