ბერლინი
გერმანიის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
ბერლინი (გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ფართობის და მოსახლეობის მიხედვით. ქალაქის მოსახლეობა 3,85 მილიონი[5] ადამიანს შეადგენს, რაც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობით მას ევროკავშირის ყველაზე დასახლებულ ქალაქად აქცევს.[6] ქალაქი გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან ერთ-ერთია, იგი გარშემორტყმულია ბრანდენბურგის მხარით და ესაზღვრება მის დედაქალაქ პოტსდამს. ბერლინის საქალაქო ტერიტორია მისი 4,5 მილიონი მცხოვრებით, ყველაზე დასახლებული ურბანული ტერიტორიაა გერმანიაში. ორივე ქალაქი ბერლინ-ბრანდენბურგის მეტროპოლიის ცენტრშია მოქცეული, რომელიც 6.2 მილიონი მოსახლეობით გერმანიის მეორე უმსხვილესი მეტროპოლიური რეგიონია რაინ-რურის შემდეგ.[7]
ქალაქი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბერლინი გერმ. Berlin | ||||||||||
ზევიდან: რაიხსტაგი; ბრანდენბურგის კარიბჭე; ბერლინის საკათედრო ტაძარი; შარლოტენბურგის სასახლე; სამუზეუმო კუნძული და ბერლინის ტელეანძა; გამარჯვების კოლონა; პოტსდამის მოედანი; გენდარმენმარქტი | ||||||||||
| ||||||||||
ქვეყანა | გერმანია | |||||||||
შიდა დაყოფა | მიტე[1] , ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგი[1] , პანკოვი[1] , შარლოტენბურგ-ვილმერსდორფი[1] , შპანდაუ[1] , შტეგლიც-ცელენდორფი[1] , ტემპელჰოფ-შიონებერგი[1] , ნოიკიოლნი[1] , ტრეპტოვ-კიოპენიკი[1] , მარცან-ჰელერსდორფი[1] , ლიხტენბერგი[1] და რაინიკენდორფი[1] | |||||||||
კოორდინატები | 52°31′00″ ჩ. გ. 13°23′00″ ა. გ. | |||||||||
მმართველი | კაი ვეგნერი | |||||||||
დაარსდა | 1244[2] | |||||||||
პირველი ხსენება | 1237, 1244 | |||||||||
ფართობი | 891.12 კმ² | |||||||||
ცენტრის სიმაღლე | 34±1 მეტრი | |||||||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | |||||||||
მოსახლეობა | 3 755 251 (31 დეკემბერი, 2022)[3] | |||||||||
სასაათო სარტყელი | ევროპა/ბერლინი | |||||||||
სატელეფონო კოდი | 030 | |||||||||
საფოსტო ინდექსი | 10115–14199 | |||||||||
საავტომობილო კოდი | B[4] | |||||||||
ოფიციალური საიტი | https://www.berlin.de/politik-verwaltung-buerger/ | |||||||||
ბერლინი გაშენებულია მდინარე შპრეეს ორივე ნაპირზე, რომელიც შპანდაუს რაიონის დასავლეთ ნაწილში ერთვის მდინარე ჰაფელს (მდინარე ელბის მარჯვენა შენაკადი). ქალაქის ძირითად ტოპოგრაფიულ მახასიათებლებს შორისაა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში შპრეეს, ჰაფელისა და დამეს მიერ წარმოქმნილი მრავალი ტბა, რომელთაგან უდიდესია მიუგელზეე. ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედი ტყეებს, პარკებს, ბაღებს, მდინარეებს, არხებსა და ტბებს უკავია. ქალაქი მდებარეობს ცენტრალურგერმანული დიალექტების გავრცელების ზონაში და საუბრობენ ბერლინურ დიალექტზე.
დოკუმენტებში პირველად XIII საუკუნეში მოხსენიებული[8] და ორი უმნიშვნელოვანესი ისტორიული სავაჭრო მარშრუტის[9] გზაჯვარედინზე მყოფი ბერლინი სხვადასხვა დროს იყო ბრანდენბურგის საკურფიურსტოს (1417–1701), პრუსიის სამეფოს (1701–1918), გერმანიის იმპერიის (1871–1918), ვაიმარის რესპუბლიკისა (1919–1933) და მესამე რაიხის (1933–1945) დედაქალაქი. განმანათლებლობის, ნეოკლასიციზმისა და ლიბერალური რევოლუციის დროს ბერლინი წარმოადგენდა სამეცნიერო, სახელოვნებო და ფილოსოფიურ ცენტრს. გრიუნდერების ეპოქაში, ინდუსტრიალიზაციით გამოწვეულმა ბუმმა, ბერლინის მოსახლეობის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი. 1920-იან წლებში ბერლინი მოსახლეობის რაოდენობით მესამე უდიდესი ქალაქი იყო მსოფლიოში.[10]
მეორე მსოფლიო ომისა და შემდეგ გამარჯვებული ქვეყნების მიერ მისი ოკუპაციის დროს, განადგურებული ქალაქი ორად გაიყო; დასავლეთი ბერლინი დასავლეთ გერმანიის დე-ფაქტო ექსკლავი გახდა, რომელიც გარშემორტყმული იყო ბელინის კედლითა (1961 წლის აგვისტოდან 1989 წლის ნოემბრამდე) და აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიით.[11] აღმოსავლეთი ბერლინი აღმოსავლეთ გერმანიის დედაქალაქად გამოცხადდა, ხოლო დასავლეთ გერმანიის დედაქალაქი ბონი გახდა. 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბერლინი კვლავ ერთიანი გერმანიის დედაქალაქი გახდა.
ბერლინი არის კულტურის, პოლიტიკის, მედიისა და მეცნიერების გლობალური ქალაქი.[12][13][14][15] მისი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური ფირმები და მომსახურების სფერო, რომლებიც მოიცავს შემოქმედებითი ინდუსტრიის, სტარტაპების, კვლევითი ცენტრების, მედია კორპორაციებისა და საკონფერენციო ცენტრების ფართო სპექტრს.[16][17] ბერლინი არის საჰაერო და სარკინიგზო კავშირების კონტინეტური ჰაბი და გააჩნია მაღალი სირთულის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი. მეგაპოლისი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.[18] მნიშვნელოვანი სამრეწველო დარგები ასევე მოიცავს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, ბიოსამედიცინო ინჟინერიას, ბიოტექნოლოგიას, საავტომობილო წარმოებას, მშენებლობას, ელექტრონიკას, სოციალურ ეკონომიკასა და სუფთა ტექნოლოგიებს.
ბერლინში არის მრავალი მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტი, რომელთა შორისაა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ხელოვნების უნივერსიტეტი, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლა, ჰერთის სკოლა და ბარდის კოლეჯი. ქალაქის ზოოპარკი მნახველების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. რადგან Studio Babelsberg მსოფლიოში პირველ ფართომასშტაბიან კინოსტუდიის კომპლექსს წარმოადგენს, ბერლინი საერთაშორისო კინომწარმოებლებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება.[19] ქალაქი სახელგანთქმულია თავისი ფესტივალებით, მრავალფეროვანი არქიტექტურით, ღამის ცხოვრებით, თანამედროვე ხელოვნებითა და ცხოვრების მაღალი დონით.[20]
ბერლინში არის მსოფლიო მემკვიდრეობის სამი ობიექტი: სამუზეუმო კუნძული, პოტსდამისა და ბერლინის სასახლეები და პარკები და ბერლინის მოდერნისტული შენობები.[21] სხვა ღირსშესანიშბაობებს შორისაა, ბრანდენბურგის კარიბჭე, რაიხსტაგის შენობა, პოტსდამის მოედანი, ჰოლოკოსტის მემორიალი, ბერლინის კედლის მემორიალი, East Side Gallery, ბერლინის გამარჯვების კოლონა, ბერლინის საკათედრო ტაძარი და გერმანიის უმაღლესი ნაგებობა ბერლინის ტელეანძა. ბერლინს აქვს მრავალი მუზეუმი, გალერეა, ბიბლიოთეკა, ორკესტრი და სპორტული ღონისძიება, მათ შორის სამუზეუმო კუნძული, გერმანული ისტორიის მუზეუმი, ებრაული მუზეუმი, ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის ფილარმონია და ბერლინის მარათონი.