Studio Babelsberg
From Wikipedia, the free encyclopedia
Studio Babelsberg — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ევროპაში უდიდესი კინოსტუდია,[1][2] დაარსებული 1912 წელს. მდებარეობს ბაბელსბერგში (პოტსდამის რაიონი), გერმანიაში. დღესდღეობით, ძირთადად დაკავებულია სრულმეტრაჟიანი ფილმების წარმოებით, ისევე როგორც მაღალბიუჯეტიანი ფილმების თანაწარმოებით საერთაშორისო დონეზე. მისი მთლიანი ფართობი შეადგენს 460,000 კვადრადულ მეტრს.
სტუდიის შესასვლელი | |
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დარგი | კინოწარმოება |
დაფუძნდა | 1912; 112 წლის წინ (1912) |
სათავო ოფისი | პოტსდამი, გერმანია |
საიტი | studiobabelsberg.com |
სტუდიაში გადაღებულია ასობით ფილმი, მათ შორისაა: ფრიც ლანგის „მეტროპოლისი“ (1927) და ჯოსეფ ფონ შტენბერგის „ლურჯი ანგელოზი“ (1930). შედარებით ადრინდელი ფილმებია: „V ანუ ვენდეტა“ (2005), „ეონ ფლაქსი“ (2005), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007), „ვალკირია“ (2008), „უსახელო ნაბიჭვრები„ (2008), „ღრუბლის ატლასი“ (2012), „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ (2014), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ (2014), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2„ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016) და „ძაღლების კუნძული“ (2018).