ბერლინის მოდერნისტული შენობები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერლინის მოდერნისტული შენობები მოიცავს ექვს სოციალურ შენობას ბერლინის გარეუბანში, რომლებიც 1910 - 1933 წლებში, განაშენიანების ინოვაციური პოლიტიკის დროს, განსაკუთრებით ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდიშ აშენდა. ამ დროისთვის ბერლინი მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო. სახლები იმ მშენებლობის რეფორმის ნათელი მაგალითებია, რომელიც მიზნად ისახავდა დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ ქალაქის სხვაგვარად დაგეგმარებას მოითხოვდა. სახლები ასევე წარმოაჩენენ ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის ტიპოლოგიის ახლებურ მაგალითებს, ისევე როგორც ტექნიკურ და ესთეტიკურ ინოვაციებს.
სწრაფი ფაქტები ბერლინის მოდერნისტული შენობები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ბერლინის მოდერნისტული შენობები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გერმანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 52°31′18″ ჩ. გ. 13°24′46″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1220 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
2008 წელს, ბერლინის მოდერნისტული შენობები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.