ბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფედერალური ქალაქი ბონი (გერმ. Bundesstadt Bonn) — ქალაქი გერმანიაში. მდებარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სამხრეთში, მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბონი გერმ. Bonn | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
ფედერალური მხარე | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია | ||||
შიდა დაყოფა | ბად-გოდესბერგი[1] , ბოიელი[1] , ბონი[1] და ჰარდტბერგი[1] | ||||
კოორდინატები | 50°44′02″ ჩ. გ. 7°05′59″ ა. გ. | ||||
მმართველი | Katja Dörner | ||||
ფართობი | 141.06 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 60±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 336 465 (31 დეკემბერი, 2022)[2] | ||||
სიმჭიდროვე | 2 300 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0228 | ||||
საფოსტო ინდექსი | 53111–53229 | ||||
საავტომობილო კოდი | BN | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.bonn.de/ და https://international.bonn.de/ | ||||
ბონი რომაელების მიერ 2000 წლის წინ დაარსებული, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. XVIII საუკუნის ბოლომდე ბონი კიოლენლი კურფიურსტების რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დაიბადა 1770 წელს დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი XIX საუკუნის განმავლობაში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უმაღლეს სასწავლებლად იქცა.
1949-დან 1990 წლამდე ბონი დასავლეთ გერმანიის დედაქალაქი იყო, ხოლო გერმანიის გაერთიანების გამო, დედაქალაქის ბერლინში გადატანის შემდეგ - 1999 წლამდე ბუნდესტაგისა და მთავრობის რეზიდენცია. პარლამენტისა და მთავრობის ერთი ნაწილის ახალ დედაქალაქში გადასვლის შემდეგ ბონში ექვსი ფედერალური სამინისტრო დარჩა. ყოფილ ე.წ. ფედერალურ უბანს (გერმ. Bundesviertel) დღეს დიდი გერმანული კომპანიების სათავო ოფისები ამშვენებენ. 2006 წლის ივლისში კი, აქ გაეროს კამპუსი „UN-Campus“ გაიხსნა, რომელშიც ბონში მოქმედი გაერთიანებული ერების თორმეტი ორგანიზაცია დამკვიდრდა.