გერმანიის რევოლუცია (1848-1849)
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანული ქალაქების 1848 წლის რევოლუციები — 1848 წლის რევოლუციების ნაწილი, რომელთაც თითქმის მთელი ევროპა ჰქონდათ მოცული. ის იყო გერმანიის კავშირისა და ავსტრიის იმპერიის ქალაქებში ფართოდ გაშლილი, არა ორგანიზებული გამოსვლები და აჯანყებები. ამ მოძრაობამ ხელი შეუწყო პანგერმანიზმის ჩამოყალიბებას, ასევე წარმოაჩინა მოძველებული ავტოკრატული მმართველობა კონფედერაციის 33 დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომლებიც შეადგენდნენ ყოფილ საღვთო რომის იმპერიას.
აჯანყებულები მოითხოვდნენ უფრო მეტ პოლიტიკურ თავისუფებას, სახელმწიფო პოლისების ლიბერალიზაციას, დემოკრატიას და ნაციონალიზმს. საშუალო კლასი მოითხოვდა ლიბერალიზმს, ხოლო მუშათა კლასი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების რადიკალური ცვლილებებს. მიუხედავად ამისა მუშთა კლასი და საშუალო ფენა გაერთიანებული იყო, საბოლოოდ ისინი მაინც დაამარცხა კონსერვატიულმა არისტოკრატიამ, რამაც ბევრი ლიბერალის დევნილობაში წასვლა გამოიწვია.