ავღანეთის ომი (2001–2021)
From Wikipedia, the free encyclopedia
ავღანეთის ომი — ომი ავღანეთში შეერთებული შტატების შეჭრის შემდეგ რომელიც დაიწყო მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა წარმატებით განდევნეს თალიბები ხელისუფლებიდან, რათა ალ-ქაიდას არ ჰქონოდა საიმედო სამალავი ავღანეთში.[63][64] თავდაპირველი მიზნების დასრულების შემდეგ, 40-ზე მეტმა ქვეყანამ (ნატოს ყველა წევრის ჩათვლით) შექმნეს კოალიცია, რომელსაც ეწოდება საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალები (ISAF, რომლის მემკვიდრეც მტკიცე მხარდაჭერის მისია (RS) გახდა, 2014 წელს), რომელთაგან გარკვეული წევრები მონაწილეობდნენ ავღანეთის მთავრობის მხარდამჭერ სამხედრო საბრძოლო მოქმედებებში.[65] შემდეგ ომი ძირითადად შედგებოდა თალიბანის მეამბოხეების ბრძოლისგან ავღანეთის შეიარაღებული ძალებისა და მოკავშირე ძალების წინააღმდეგ; ISAF/RS ჯარისკაცებისა და პერსონალის უმეტესობა ამერიკელია. აშშ-ის მხრიდან ომმა კოდური სახელი: ოპერაცია შეუზღუდავი თავისუფლება (2001–14 წლებში) და ოპერაცია თავისუფლების სენტინელი (2015 წლიდან).[66][67]
ავღანეთის ომი (2001–2021) | |||||
---|---|---|---|---|---|
ტერორიზმის წინააღმდეგ ომის და ავღანეთის კონფლიქტის ნაწილი | |||||
საათის ისრის მიმართულებით ზემოდან, მარცხნიდან:ამერიკული F-15E Strike Eagle-ბი ყრიან JDAM-ებს გამოქვაბულის თავზე აღმოსავლეთ ავღანეთში; ამერიკელი სამხედროები ებრძვიან აჯანყებულ თალიბანს ქუნარის პროვინციაში; ავრანელი სამხედრო Humvee-ზე; ავღანელი და ამერიკელი სამხედროები მოძრაობენ თოვლში ლოგარის პროვინციაში; გამარჯვებული თალიბანის მებრძოლები ქაბულის აღების შემდეგ; ავღანელი სამხედრო ხოებაში ფარვანის პროვინციაში; ბრიტანელი სამხედროები ემზადებიან Chinook-ში ჩასაჯდომად ოპერაცია შავი პრინცის დროს. | |||||
თარიღი |
2001 წლის 7 ოქტომბერი – 2021 წლის 30 აგვისტო (19 წელი, 10 თვე, 3 კვირა და 2 დღე)
| ||||
მდებარეობა | ავღანეთი | ||||
შედეგი |
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
თალიბანმა დაიკავა მთლიანი ავღანეთი, გარდა პანჯშირის პროვინციისა, სადაც ანტითალიბანური ძალები გამაგრდნენ | ||||
მხარეები | |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ავღანეთის ომი ვიკისაწყობში |
2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმების შემდეგ, რომელიც განახორციელა ალ-ქაიდას ტერორისტულმა ორგანიზაციამ ოსამა ბინ ლადენის მეთაურობით, რომელიც ცხოვრობდა ან იმალებოდა ავღანეთში და მას უკვე ეძებდნენ 1998 წლის შეერთებული შტატების საელჩოს დაბომბვების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოითხოვა ავღანეთის დე ფაქტო მმართველი თალიბების მიერ ბინ ლადენის გადაცემა. თალიბებმა უარი თქვეს მისი ექსტრადიციაზე, თუ მათ არ მიეწოდებოდათ მკაფიო მტკიცებულება მისი მონაწილეობის შესახებ თავდასხმებში, რომლის მიწოდებაზე აშშ-მ უარი თქვა და გააუქმა, როგორც შეფერხების ტაქტიკა.[68] 2001 წლის 7 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად დაიწყო ოპერაცია შეუზღუდავი თავისუფლება. ომის გასამართლებლად ბუშის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ავღანეთს მხოლოდ „შერჩევითი სუვერენიტეტი“ ჰქონდა და რომ ჩარევა აუცილებელი იყო, რადგან თალიბები სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს ემუქრებოდნენ. მოგვიანებით ორს შეუერთდა სხვა ძალები, მათ შორის ჩრდილოეთის ალიანსი — ავღანეთის ოპოზიცია, რომელიც 1996 წლიდან იბრძვის თალიბანის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო ომში.[69][70] 2001 წლის დეკემბრისთვის თალიბები და მათი ალ-ქაიდას მოკავშირეები ძირითადად დამარცხდნენ ქვეყანაში, ხოლო ბონის კონფერენციაზე ავღანეთის ახალმა დროებითმა ხელისუფლებამ (ძირითადად ჩრდილოეთის ალიანსის წარმომადგენელმა) ჰამიდ კარზაი აირჩია ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ დააარსა ISAF, რათა დაეხმაროს ახალ ხელისუფლებას ქაბულის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რომელიც 2002 წლის ლოიას ჯირგას (დიდი ასამბლეის) შემდეგ გახდა ავღანეთის გარდამავალი ადმინისტრაცია. ქვეყნის მასშტაბით აღდგენითი ძალისხმევა განხორციელდა თალიბების ტოტალიტარული რეჟიმის დასრულების შემდეგ. 2004 წლის სახალხო არჩევნებში კარზაი აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, რომელსაც ახლა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა ეწოდა. ნატო ISAF–ში ჩაერთო 2003 წლის აგვისტოში, ხოლო იმავე წელს მას ხელმძღვანელობდა. ამ ეტაპზე ISAF–მა შეიარაღებული ძალების 43 ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყნებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ძალების უმეტესობას.[71] ავღანეთში აშშ-ს ძალების ერთი ნაწილი მოქმედებდა ნატოს მეთაურობით; დანარჩენი აშშ-ის უშუალო მეთაურობით დარჩნენ.
თავდასხმის დროს დამარცხების შემდეგ, თალიბებმა რეორგანიზაცია მოახდინა მისმა ლიდერმა მოლა ომარმა და 2003 წელს აჯანყება დაიწყეს ავღანეთის მთავრობისა და ISAF-ის წინააღმდეგ.[72][73] მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის (და მისი მოკავშირე ჰაქანის ქსელის) მეამბოხეები ყველამხრივ არასახარბიელო მგომარეობაში იყვნენ, ისინი მაინც აწარმოებდნენ ასიმეტრიულ ომებს პარტიზანების დარბევებით და ქალაქგარეთ ჩასაფრებულებით, თვითმკვლელობებით თავდასხმებს ურბანული მიზნების წინააღმდეგ, და კოლუმბიის მკვლელობები კოალიციური ძალების წინააღმდეგ. თალიბებმა გამოიყენეს სისუსტეები ავღანეთის მთავრობაში, რათა განემტკიცათ გავლენა სამხრეთ და აღმოსავლეთ ავღანეთის სოფლებზე. 2006 წლიდან თალიბებმა მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწიეს და გამოხატეს მზაობა დანაშაულების ჩადენისა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ISAF-მა ამ ყოველივეს პასუხი ჯარების გაზრდით უპასუხა სოფლების „გასუფთავებისა და დასაკავებლად “.[74][75] ძალადობა მკვეთრად გაიზარდა 2007 წლიდან 2009 წლამდე.[76] ჯარების რაოდენობამ ზრდა 2009 წელს დაიწყო და 2011 წლის ჩათვლით გაიზარდა, როდესაც ავღანეთში ISAF-ისა და აშშ-ის მეთაურობით მოქმედებდა დაახლოებით 140,000 უცხოელი სამხედრო[77] საიდანაც 100 000 აშშ–დან იყვნენ.[78] 2011 წლის 1 მაისს, შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტებმა მოკლა ოსამა ბინ ლადენი პაკისტანში, აბოტაბადში. ნატოს ლიდერებმა 2012 წელს დაიწყეს გასვლის სტრატეგია მათი ძალების გაყვანისთვის,[79] და მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მათი ძირითადი საბრძოლო მოქმედებები დასრულდება 2014 წლის დეკემბერში, ხოლო დარჩენილი ნარჩენი ძალა დარჩება ქვეყანაში.[80] 2014 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა ძალებმა ჰელმანდის ბოლო ბაზები გადასცეს ავღანელ სამხედროებს,ოფიციალურად დაასრულეს მათი მონაწილეობა ომის საბრძოლო მოქმედებებში.[81] 2014 წლის 28 დეკემბერს ნატომ ოფიციალურად დაასრულა ISAF–ის საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში და ოფიციალურად გადასცა უსაფრთხოების სრული პასუხისმგებლობა ავღანეთის მთავრობას. ნატოს ეგიდით ჩატარებული ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა“ შეიქმნა იმავე დღეს, როგორც ISAF–ის მემკვიდრე.[82][83]
ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ NATO-ს ლიდერებმა დაიწყეს ავრანეთის დატოვების სტრატეგიის ასრულება.[84][80] 2014 წლის 28 დეკემბერს NATO-მ ფორმალურად დაასრულა ISAF-ის ოპერაციები და უსაფრთხოების მოვალეობები გადასცა ავღანეთის მთავრობას. თალიბანის სამხედრო ძალით განადგურების გეგმის ჩავარდნის შემდეგ კოალიციის ძალებმა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობამ ცალ-ცალკე დაიწყეს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობები.[85] ეს მცდელობები დასრულდა 2020 წლის თებერვალში, როცა აშშ-მ და თალიბანმა დოჰაში ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლას 2021 წლის აპრილისათვის. თალიბანს კი დაევალა ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-სა და მის მოკავშირეებზე განხორციელებული თავდასხმების აღკვეთა.[86][87] ავღაბეთის მტავრობამ მოლაპარაკებებში არ მიიღო მონაწილეობა და უარყო პატიმრების გათავისუფლების პირობა.[88][89]
აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის თარიღი გადაიდო 31 აგვისტომდე.[90] თალიბანმა თავდაპირველად დათქმული დროის გასვლის შემდეგ დაიწყო თავდასხმა, ზაფხულში, რომლის შედეგადაც დაიკავეს თითქმის მთლიანი ავღანეთი და ქაბული აიღეს 15 აგვისტოს, ამავე დღეს აშრაფ ღანმა დატოვა ქვეყანა და თალიბანმა გამარჯვება გამოაცხადა.[91] თალიბანური რეჟიმის აღდგენა დააფასტურა აშშ და 30 აგვისტოს უკანასკნელმა ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა ავღანეთი. 20 წლის შემდეგ ომი დასრულდა.[92][93]
ომის ფასის პროექტზე დაყრდნობით, ომში 176 000 ადამიანი დაიღუპა, 46 319 სამოქალქო პირი, 69 095 სამხედრო და 52 893 პარტიზანი.[94] გაეროზე დაყრდნობით, 2001 წლის შემდეგ 5.7 მილიონზე მეტი ლტოლვილი დაბრუბდა ავღანეთში,[95] თუმცა 2021 წლის შემდეგ კვლავ 2.6 მილიონი ადამიანი იქცა დევნიდალად,[96] უმეტესად ირანში და პაკისტანში და კიდევ 4 მილიონი ავღანელი ითვლება ქვეყნის საზღვრებს შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად.[97][67]